USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
ბერგამო - სამხედროებს კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამები კრემაციისთვის გადაყავთ
дата:  905

იტალიის ქალაქ ბერგამოდან, რომელიც ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული დასახლებული პუნქტია, სამხედროებს გვამები გაჰყავთ სხვადასხვა რეგიონებში კრემაციისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერგამოში საკრემაციოდ ადგილები აღარ დარჩა. ამის შესახებ SKY NEWS-ი წერს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა სამხედრო მანქანების კოლონის ამსახველი ფოტოები- სატვირთო-სამხედრო ტრანსპორტს ვირუსით გარდაცვლილთა სხეულები გააქვთ ქალაქიდან.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ლომბარდიის რეგიონის ქალაქ ბერგამოში გარდაცვლილთა უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა- 93 ადამიანი ფატალური შემთხვევა.

ბერგამოს კრემატორიუმი სრული დატვირთვით მუშაობს, რომელსაც 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 25 გვამის კრემაცია შეუძლია-განაცხადეს მთავრობის ადგილობრივმა ორგანოებმა. გავრცელებული ინფორმაციით, კუბოებს გადაიტანენ მოდენას, ტერმის, დომოდოსოლას, პარმას, პიაჩენცას და სხვა ქალაქების კრემატორიუმებში.

მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა დიდია გარდაცვლილთა ნათესავების მხრიდან, რომ ისინი დაკრძალონ, ამ დრომდე არსებული სიტუაციის გამო მათ ამის უფლებას არ აძლევენ, რადგან დაღუპულთა რიცხვი ძალზე დიდია-კუბოებითაა სავსე ბერგამოს ორი საავადმყოფოს მორგი. ნათესავების მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობას ეძლევა უფლება, შევიდნენ მორგებში და რეკომენდირებული დისტანციიდან მიაგონ პატივი გარდაცვლილთა სხეულებს, რათა კოვიდ 19-ის გავრცელების ალბათობა გამოირიცხოს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ანტირეკორდი დაფიქსირდა- 1 დღე-ღამეში 475 ადამიანი დაიღუპა და 4207 დაინფიცირდა.

общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати