USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ბერა ივანიშვილი - არც კი დავიწყებ კამათს, იყო თუ არა ეს ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა - თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც
Date:  765

მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი - თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც, - ამის შესახებ მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ბერა ივანიშვილმა განმარტა, ჩანაწერები გაკეთებულია 2011 წელს, მაშინ, როდესაც მის თაყვანისმცემლებზე, მისივე განმარტებით, მასიური ტერორი ხორციელდებოდა.

„ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, მე ვიყავი ალბათ, 15-16 წლის თინეიჯერი. გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო. აქამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფები, მუქარები ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა. ამ ყველაფერში ყველაზე შემაშფოთებელი იყო კონკრეტულად ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასიური, 100-200 კაციანი ჯგუფების თავდასხმა, მუქარა, საზიზღარი პორნოგრაფიული სურათები. წერდნენ ბავშვებს, რომ ჩვენ შენთან სახლში მოვალთ, შენ ბერა ვერ დაგიცავს, ბერას კიბო აქვს. ისეთ საზიზღრობებს იძახდნენ, ეთერში ვერც კი გავიმეორებ. რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, ისინი დაგვიკავშირდნენ და ჩვენ ვალდებულები ვიყავით ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკის თუ მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები. იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ ამ შეხვედრას ესწრებიან მისი მშობლები, უფროსი მეზობლები და ა.შ. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება“, - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

კითხვაზე: ავთენტურია თუ არა ეს ჩანაწერები?- ბერა ივანიშვილმა უპასუხა:

„მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს, იყო თუ არა ეს ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი - თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს, სხვა აზრის არის“, - განაცხადა ივანიშვილმა.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way