USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ბექა ლილუაშვილი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს - დღეს თქვენ საერთო ინტერესებით მოქმედებთ
дата:  466

პარტია "საქართველოსთვის" ვეუბნებით "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას": - დღეს თქვენ საერთო ინტერესებით მოქმედებთ, მორჩით პოლიტიკურ თაღლოთობას, გეყოთ სახელმწიფოს და მოქალაქეების ბედით თამაში, - ეს განცხადება გიორგი გახარიას თანაგუნდელმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.

ლილუაშვილის შეფასებით, დღეს ხელისუფლებამ გვითხრა, რომ სახელმწიფოს ინტერესები, ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქის მომავალი განისაზღვრება არა დემოკრატიული პროცესებით და მოქალაქეთა ნებით, არამედ მმართველი პარტიის ნება-სურვილით.

"მმართველმა პარტიამ გვამცნო, რომ თურმე მათთვის მთავარია მელიასა და რურუას თავისუფლება. მთავარია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმში ბრალდებული ადამიანი მერობის კანდიდატია, რითაც არჩევნებისთვის მტრის ხატი შექმნილია, ხოლო სხვა საჭიროებას თურმე ხელისუფლება 19 აპრილის შეთანხმებაში ვერ ხედავს. ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი აღიარება, რომ უკიდურესად შეშინებული არიან.

თავის მხრივ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაადასტურა, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რადგან ეს მმართველ პარტიას აწყობდა და სჭირდებოდა მას საფუძვლად, რომ შეთანხმება ანულირებულად გამოეცხადებინა.

ამ პოლიტიკურ თაღლითობას შიდა პარტიული კვლევების მათთვის დრამატულ შედეგებს უპირისპირებენ - რეალობას სადაც პარტია "საქართველოსთვის" რეიტინგი კიდევ უფრო იზრდება. ამ რეალობით გამოწვეული შიშის საპირწონედ ორივე მხარე საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати