USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
ბექა კობახიძე რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ: არაფერი იმედგამაცრუებელი არ მომხდარა. ყველაფერი კარგი მოხდა
თარიღი:  920
არაფერი იმედგამაცრუებელი არ მომხდარა. ყველაფერი კარგი მოხდა.
1. წინა პოსტში მეწერა, რომ პუტინს ორი ვარიანტი ჰქონდა პრიგოჟინის გაჩერების: ა) უკრაინიდან ჯარის გამოყვანა და სამოქალაქო ომში მისი დამარცხება; ბ) დათმობაზე წასვლით მისი გაჩერება. ორივე კატასტროფული სცენარია პუტინისთვის და მან მეორე აირჩია;
2. პუტინი, ბოლო 23 წელია, რუსეთში არის პირველი კაცი და მანდ მეორე კაცის ცნება არ არსებობდა. ახლა გამოჩნდა, რომ სამხედრო კომპანიის მეთაური მოსკოვისკენ დაიძრა მის ჩამოსაგდებად და მას მოუწია ხვეწნა მის გასაჩერებლად. პრიგოჟინს და ვაგნერელებს მისცეს ხელშეუხებლობის პირობა, აღძრული საქმე დაიხურა. ანუ, "გადაფურთხებული აალოკინეს", ჟარგონულად რომ ვთქვათ და მისი სთრონგმენობის იმიჯი აწი ვეღარასოდეს გამოსწორდება თავად რუსულ ელიტაში, რაც სამომავლოდ მისი საბოლოო ჩამოგდების საფუძველი იქნება;
3. პრიგოჟინმა შექმნა დაუსჯელობის სინდრომი. შეიძლება დედა აგინო თავდაცვის მინისტრს, გენშტაბის უფროსს, პრეზიდენტს ჩამოგდება დაუპირო, მაგრამ ამაზე პასუხს არ აგებ. ავტორიტარულ რეჟიმებში დაუსჯელობის სინდრომი დიქტატორის ჩამოგდების და მმართველობის ვერტიკალის ჩამოშლის წინაპირობაა.
ამიტომ, ჩემი აზრით, პუტინმა აუცილებლად უნდა მოკლას პრიგოჟინი, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ გამეფდეს;
4. არ მგონია პუტინს რამე სერიოზული არგუმენტი ჰქონოდა პრიგოჟინის წინააღმდეგ, გარდა იმისა, რომ მკაფიოდ უთხრა მასთან საომრად უკრაინიდან ჯარების გამოყვანის თაობაზე. ასეთ სცენარში, პრიგოჟინი სამოქალაქო ომში მარცხდებოდა, კარგავდა სიცოცხლეს, თან რუსეთი აგებდა ომს უკრაინაში და ამას ისტორია პრიგოჟინს აბრალებდა, როგორც მოღალატეს. ეს სრულიად არახელსაყრელი სცენარი იყო პრიგოჟინისთვის.
პრინციპში, ეს თავიდანვე ცხადი უნდა ყოფილიყო მისთვის, მაგრამ ნუ შევალთ კონსპირაციებში და დავტოვოთ სივრცე ემოციებისთვის, ამბიციებისთვის და ადამიანური შეცდომის ფაქტორისთვის;
4. გუშინაც დავწერე, ნაადრევად დაიწყო ამბოხება. ჯერ პუტინის იმიჯი არ იყო სათანადოდ ჩამოშლილი ასეთი ამბოხის დასაწყებად.
თუმცა, ის ძალიან სასარგებლო იყო: პუტინის ერთადერთობისა და მისი ხელისუფლების შეურყევლობის იმიჯი ჩამოიშალა და ეს შემდგომი სახელმწიფო გადატრიალების წინაპირობაა, რომელიც დროულად უნდა დაიწყოს;
როდის? უკრაინელები ზაპოროჟიეს დამცავ ბარიერებს რომ გაივლიან და პირველი უკრაინელი ჯარისკაცი ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვრებში შედგამს ფეხს, აი მანდ ცხადი იქნება, რომ რუსეთმა ომი წააგო, რომ პუტინი არის არარაობა და მისი ჩამოგდება არა ისტორიის წინაშე ღალატად, არამედ გარდუვალ აუცილებლობად იქნება დანახული.
5. გარდა ამისა, უეჭველად, ეს ამბოხი ჯარის შიგნით სერიოზულ რყევებსა და დემორალიზაციას გამოიწვევს.
დასკვნა: ველით უკრაინის კონტრშეტევის წარმატებებს ზაპოროჟიეს ფრონტზე, რაც ახალ სულს შთაბერავს პრიგოჟინის დაწყებულ საქმეს.
ზოგადად, მე სასურველის რეალობად გასაღება და ჭარბი ოპტიმიზმი არ მახასიათებს, მაგრამ დღევანდელმა მოვლენებმა ოპტიმიზმის ხელშესახები საფუძველი გააჩინა.
მიყევით ბმულს- ბექა კობახიძე
 
(ბექა კობახიძე (დ. 29 ოქტომბერი, 1985, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი (2015), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მოწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA))
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის