USD 2.7496
EUR 3.1354
RUB 3.3338
24 °C
Тбилиси
ბექა კობახიძე: ჩვენ თანამედროვე სამყაროში უნდა შევქმნათ აზრი, რომ სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლები იქმნება თბილისში
дата:  806

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პირველი რესპუბლიკის მკვლევარი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც საუბრობს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველოს როლის და მნიშვნელობის შესახებ. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად.

"ორი სიტყვა ყარაბაღზე:
ჩემმა მეგობრებმაც ახსენეს, 100 წლის წინ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტებში დაუყოვნებლივ საქართველო ჩაერეოდა ხოლმე და გაანელებდა ვითარებასო. მართლა ასეა, ზანგეზურში ან ყარაბაღში რომ ატყდებოდა შეტაკებები, საქართველოს საგარეო სამინისტრო იყო პირველი, ვინც დასავლურ მისიებს ამ ამბავს აცნობებდა, სასწრაფოდ ჩარევას სთხოვდა, მოიწვევდა კონფერენციას ტფილისში, შუამავლობდა და ა.შ. ბევრი დასავლური მადლობაც მიუღია პირველ რესპუბლიკას ამ საქმისთვის.
რატომ აკეთებდა საქართველო ამას? იმიტომ რომ, 100 წლის წინ ჯერ კიდევ იყო იმედი კავკასია ერთიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პაკეტად ქცეულიყო და ამით მიმზიდველი გამხდარიყო დასავლეთისთვის. სომხეთ-აზერბაიჯანის ომი პირდაპირ აზარალებდა არაფერ შუაში მყოფ საქართველოს იმიჯს დასავლეთში. იქაური სკეპტიკოსები ღაღადებდნენ, რომ კავკასია იყო კრაზანების ბუდე, რომელსაც არ უნდა გაკარებოდნენ. სომხეთ-აზერბაიჯანის ომები კი ამ მოსაზრებას აძლიერებდა.
პირველი რესპუბლიკების დამოუკიდებლობაც ხომ ყარაბაღში 1920 წლის მარტში დაწყებულმა სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკებებმა დაამთავრა: ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალები დადგნენ ერთმანეთის პირისპირ, ამ დროს ორჯონიკიძემ ჩრდილო კავკასიიდან ჩამოისეირნა მეთერთმეტე წითელი არმიით და უბრძოლველად დაიკავა ბაქო, რასაც შემდეგ ერევანი და ბოლოს ტფილისი მოჰყვა. იქაც ჩაერია საქართველოს მთავრობა და შეკრიბა კიდეც ტფილისში ორივე მხარე მოსალაპარაკებლად, მაგრამ სანამ ამათ დემობილიზაცია გააკეთეს, მანამდე ბაქო დაეცა.
მაშინ სხვა ვითარება იყო, სომხეთის პარლამენტში ყავდათ აზერბაიჯანული ფრაქცია, აზერბაიჯანულ პარლამენტში კი სომხური. ხვდებოდნენ მხარეები ერთმანეთს, ხელს ართმევდნენ, საუბრობდნენ, რაღაცეებზე ხელს აწერდნენ. არ ჩანდა საქმე განწირულად.
90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს შუამავლის როლი აღარ უთამაშია. სუმგაითის ხოცვა-ჟლეტვამ, ყარაბაღის ომმა, ორ მხარეს შორის ინფორმაციულ, სამხედრო და პოლიტიკურ დონეებზე გამეფებულმა სიძულვილმა ზღაპრად აქცია კავკასიაში ერთიანი პაკეტის, ეკონომიკური ინტეგრაციის და სხვა შესაძლებლობები. სიძულვილი იმდენად დიდია, რომ მათ ურთიერთობაში მედიატორის როლის თამაში დიდი შარი და თავის ტკივილია. ბოლოს ორივე მხარე დაგაბრალებს რაღაცას, არ მოეწონებათ შენი ქმედება და გაგიფუჭდება ურთიერთობა.
თუმცა, ერთი მომენტი მაინც გამოგვეპარა: 92 წელს დიდმა სახელმწიფოებმა ეუთოს ფორმატში შექმნეს ყარაბაღის საკითხზე მომუშავე ჯგუფი, ე.წ. "მინსკის ჯგუფი" და ბელარუსი გახდა სამშვიდობო პროცესის ცენტრი. მაშინ საქართველო აღიარებულიც არ იყო საერთაშორისო დონეზე, ჩვენ ჩვენი ომები გვქონდა და აბა თბილისს ვინ აქცევდა მოვლენათა ეპიცენტრად...
ისე ჩანს, რომ ადრე თუ გვიან ეს კონფლიქტი გაცხელდება და ახალ საერთაშორისო მექანიზმს მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საერთაშორისო მოლაპარაკებების ეპიცენტრი იყოს თბილისი, აქ ჩამოვიდნენ დიდი სახელმწიფოების დიპლომატები და ისაუბრონ თბილისში. ეს ისტორიულადაც მნიშვნელოვანი და ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, რადგან ტფილისი ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიის ცენტრი და სომეხ-აზერბაიჯანელთა თანაცხოვრების ქალაქი, ასევე ჩვენ თანამედროვე სამყაროში უნდა შევქმნათ აზრი, რომ სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლები იქმნება თბილისში. ეს ქვეყნის იმიჯისთვისაც სასარგებლოა და ერთ საერთაშორისო ფუნქციასაც შეგვძენს.
ცხადია საქართველო მოლაპარაკებათა ეპიცენტრში ვერ იქნება და ეს დიდი ქვეყნების საქმეა, მაგრამ მოლაპარაკებათა ასპარეზად თბილისის განსაზღვრა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.
ლუკაშენკომ უკვე ორი ასეთი ფორმატით აღჭურვა მინსკი და ძალიანაც სარგებლობს.
ორივე მხარე, განსაკუთრებით აზერბაიჯანული, უჩივის მინსკის ფორმატის უსარგებლობას. ამიტომ, მგონი დროა ჩვენვე დავასველოთ სიტყვა ახალ ფორმატებზე და მისი თბილისში აწყობა შევთავაზოთ."

Тбилиси
საბურთალოს რაიონში წყლისა და წყალარინების ქსელის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
პეკინის გამზირზე, N25-ში წყლისა და წყალარინების ქსელის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, იცვლება დაზიანებული მილები, ასევე, განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ჭები.
 
სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 290 161 ლარი გამოიყო.
 
სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
 
ამ დროისთვის, საბურთალოს რაიონში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია უკვე 6 მისამართზე განხორციელდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати