USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
ბექა გონაშვილი - გადავწყვიტე დავტოვო მეცხვარეთა ასოციაციის თავჯდომარის პოსტი... შორს არ მივდივარ, მეცხვარეობის დარგში ვრჩები
Date:  562

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი, თანამდებობას ტოვებს და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც თბილისი პოსტი უცვლელად გთავაზობთ:

"ძვირფასო მეგობრებო,

2010 წლიდან მოყოლებული საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია / Shepherds Association of Georgia -ს ვხელმძღვანელობ. ერთ-ერთი აქტიური და “გაბაზრებული” ასოციაცია ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერი ისე ვერ მოვაწყეთ როგორც გულით გვინდოდა. განსაკუთრებულად ვეცადე პრაგმატულები ვყოფილიყავით და გამოგვეყვანა როგორც მთავრობასთან კოოპერაცია ისე ფერმერებთან თანამშმრლობლობით საერთო პრობლემების გადაწყვეტა:

- ირანის ბაზრის გახსნა (2010 წელი)
- ცხვრის გადასარეკი ტრასის დარეგისტრირება(2010 დან დღემდე ჩემი ტკივილია)
- სხვადასხვა საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებში ჩვენი სახელის დაფიქსირება, მათ შორის მატყლის მიმართულებით
- სხვადასხვა გამოფენებში მინაწილეობის მიღება ქართული ცხვრის პოპულარიზაციის კუთხით და ასევე სხვადასხვა ქვეყენბში სიახლეების და ჯიშების მიღწევების გაზიარება;
- გასაბანებლების (ბიო უსაფრთხოების წერტილების) მოწყობა, რომელიც მერსი ქორფსის და პირადად ჰელენ ბრადბერის ძალიან აქტიური ჩართულობით და დახმარებით მოეწყო. ახლა უკვე 7 ლოკაციაზეა, სადაც ფერმერებს შეუძლიათ გააბანონ წრპ და მრპ უფასოდ.
- ასევე მერსი ქორფსის დახმარებით დასაწყურებლების მოწყობა
- სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრების გაიჯარების პროგრამა მიღებაში წვლილის შეტანა;
- აქტიური წვლილი შევიტანეთ სახელმწიფო იდენტიფიკაცია, რეგისტრაციის პროგრამის დანერგვაში (თუმცა ბევრი შეუსაბამობა და დაუხვეწელობაა და ამაზე ბევრია სამუშაო რომ მივიღოთ ადექვატური პროგრამა);
- არის კიდევ სხვა რიგი საკითხები, რომელსაც აღარ დავკონკრეტდები, ბევრიც იყო პერსონალური დახმარება.

მიუღწეველი საკითხები:
- დღემდე დიდი ტკივილია ჩემთვის ცხვრის გადასარეკი ტრასების დარეგისტრირება, მოწყობა და მისი მართვის იურიდიული საკითხები, რომელიც მიმაჩნია რომ მეცხვარეთა ასოციაციის აქტიური ჩარტულობით უნდა ხდებოდეს.
- ცხვრის მატყლისთვის მეტი ღირებულების შეძენა რომ აღმოვფხვრათ ახლანდელი პრობლემა, გადაყრა ჯობია ვიდრე დაყიდვა. (ამაზე გვქონდა უკვე ძალიან ინოვაციური მიღწერა ნაპოვნი და იმედი მაქვს მომავალში ვინმე განახორციელებს, თუმცა მიმაჩნია რომ მატყლის პრობელმის გადაწყევტა შეუძლია პროექტს რომელიც მხოლოდ ფერმერთა გაერთიანებით, ანუ მეცხვარეთა ასოციაციით იქნება შესაძლებელი.

ბოლო პერიოდში ბევრი პირადი წყენა მივიღე ამ ასოციაციის საქმიანობით, განსაკუთრებით საძოვრების გაიჯარების პროგრამით, რაც მიმაჩნია რომ იდეალურისგან შორსაა მაგრამ სწორი ნაბიჯებია გადადგმული და საძოვრის იჯარა მხოლოდ მას უნდა შეეძლოს ვისაც ყავს მოსაძოვებელი და მეცხვარე და მეძროხე არ უნდა დაიჩაგროს გარეშე პირების მიერ.

მე არ ვარ საჯარო პირი კლასიკური გაგებით, მაგრამ თმენის ვალდებულებაც ნამდვილად არ მაქვს, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში როცა ადამიანის უბრალოდ დაბრალება გინდა და არა გააზრება, გამოსავალი როგორ ვიპოვოთ. ცუდია როცა ანალიტიკურ მოსაზრებას ვინმე მიზანმიმართულ გეგმად გითვლის ფერმერების მდგომარეობის გაუარესებისაკენ.

ამიტომ გადავწყვიტე ამჯერად საბოლოოდ დავტოვო საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავჯდომარის პოსტი, ასევე სხვა მომიჯნავე ორგანიზაციები, სადაც ვიყავი წარმოდგენილი როგორც ასოციაციის თვჯდომარე ან მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენელი.

მინდა ყველას გადაგიხადოთ დიდი მადლობა ამ 13 წლიან თანამშრომლობის პერიოდზე წარმოშობილ ურთიერთობებზე, რომელიც ჩემთვის პირადად ძალიან ღირებულია.



განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას მედიას, ჟურნალისტებს, თქვენი დიდი მხარდაჭრა მქონდა ყოველთვის და იმ 3 წლის მანძილზე თქვენმა მხარდაჭრამ გადამარჩინა

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Rati Kochlamazashvili უდიდესი ძმობისთვის და ცოდნის გაზიარებისთვის, მიყვარხარ ძმაო!
განსაკუთრებული მადლობა Nino Zambakhidze Giorgi Jakh Giorgi Khanishvili Maia Mosiashvili Nata Sisvadze & Team  Helen Bradbury
დიდი მადლობა ლევან დავითაშვილს, ოთარ შამუგიას, Shako PipiaGiorgi Kvirikashviliგახარია და ბატონ Irakli Garibashvili-სგანსაკუთრებით შარშან გადმორეკვის დროს რუსთავთან შექმნილ პრობლემის მოგვარებაში ჩართულობისთვის 
დიდი მადლობა Nino Tsilosani და Gigla Agulashvili და მთელ პარლამენტის აგრარული კომიტეტის აპარატს, განსაკუთრებით ბატონ ივერი ახალბედაშვილს.
დიდი მადლობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და გუბერნატორებს, განსაკუთრებით გიორგი დოხტურიშვილი / Giorgi Dokhturishvili-ს და მის მოადგილეს Nika Kobakhidze 
ასევე მადლობა ბატონ ბაკურ კვეზერელს და Zura Bezhanishvili. დიდი მადლობა მთელ სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agencyსოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA-ს და Levan Ujmajuridze-ს და მის გუნდს, განსაკუთრებით Givi Begheluri-ს 
მადლობა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას.  მეც მაქსიმალურად ვეცადე გამეცა ინფორმაცია რაც ვიცოდი რათა მეტად დამენახვებინა საჭიროებები და პრობლემები მეცხვარეობის დარგის.

შორს არ მივდივარ, მეცხვარეობის დარგში ვრჩები რა თქმა უნდა, ვაგრძელებ სიახლეების დანერგვას და რა თქმა უნდა ვეცდები გაზიარებასაც ვისაც სურვილი ექნება."

ბექა გონაშვილი

სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც თბილისი პოსტი უცვლელად გთავაზობთ

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way