USD 2.6788
EUR 2.8583
RUB 2.8498
Tbilisi
ბექა ჭიჭინაძე: მიანიშნებდა თუ არა გიორგი რუსის მიმართ ,,საწოლის სიწმინდის შერყვნის“ ბრალდება იმას, რომ ის ჰომოსექსუალი იყო?
Date:  457

გიორგი რუსის მინიატურა ყოფილა შემონახული ამ რუსულ ხელნაწერში - ახალგაზრდა უფლისწული შედის ნოვგოროდში

აქვე, მის ფსიქოლოგიურ პორტრეტზე გაგიზირებთ რამდენიმე დაკვირვებას

ისტორიკოსის შენიშვნით, გიორგი ყველაზე საშინელი ცოდვით - სოდომიით იყო დაცემული. საერთოდ, შუა საუკუნეებში, ჰომოსექსუალური აქტების შემთხვევები გაცილებით მაღალი უნდა ყოფილიყო, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ქალი, ჩვეულებრივ, ამ დროს ძალიან რთულად ხელმისაწვდომია. ამ ხანის საეკლესიო ძეგლები, რაც ყველაზე გამაოგნებელია, ასკეტურიც კი, სავსეა ჰომოსექსუალური აქტებისთვის განწესებული სასჯელებით (მაგ. იოანე მმარხველთან)

თურმე, მთელი გრადაციები არსებობდა, ყველაზე სასტიკად ისჯებოდა ორალური და ანალური ჰომოსექსუალური სექსი, აქაც დიფერენცირებით, პასიური ანალური სექსი უფრო მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნეოდა და წლობით უზიარებლობით ისჯებოდა, ამის თავიდან ასაცილებლად ზოგი თესლდათხევისთვის მხოლოდ ბარძაყებს და მუცელს იყენებდა, რადგანაც ეკლესია ასეთ შემთხვევებს ნაკლები სიმკაცრით სჯიდა, გავოგნდი ამ კანონებს რომ ვეცნობოდი, ეს დიდი თემაა, აქ ვერ განევრცობა, ისევ გიორგი რუსს დავუბრუნდეთ

რა მოხდა თამართან ქორწინების შემდეგ, სამეფო სანთიობოში, ამას ვერც ახლა და ვერც მაშინ დანამდვილებით ვერავინ იტყოდა, მაგრამ ყველასთვის ცხადი იყო, რომ ტახტის მემკვიდრე მეორე წლის თავზეც არ იბადებოდა, რაც თავისთავად დიდი დრო არ არის, მაგრამ გიორგის გახმაურებული ჰომოსექსუალური ცხოვრების გამო ეს უძეობა სრულებით სხვაგვარ, ავისმომასწავებელ ჟღერადობას იძენდა

ჰომოსექსუალიზმის შესახებ ყველანაირ დავებში შესვლის გარეშე, გავიხსენებ ერთი ფსიქოლოგის დაკვირვებას, რომ ზოგჯერ ჰომოსექსუალური ლტოლვის ქვეცნობიერი საფუძველი არის დაკარგული მამის/საყრდენის ძიება, ამ მხრივ გიორგის ბიოგრაფია ნიშნეულია, იგი ჯერაც მცირეწლოვანი იყო, როცა მამამისის სიკვდილის შემდეგ ბიძამისმა ქვეყნიდან განდევნა და ცხოვრებას დევნილობაში - საყრდენის ძებნაში ატარებდა.

შესაძლოა, მოხსენებულ მიზეზებთან ერთად, გიორგის ჰომოსექსუალობისკენ გადახრის ხელშემწყობ გარემოებებზე საუბრისას გარკვეული როლი ეთამაშა მის გარეგნობასაც, ისტორიკოსები მას შემდეგნაირად აღწერენ, ,,მოყმე სახეკეკლუცი" და ტანადი... ,,საჩენი გუარისშუილად", ქართველ დიდებულებსაც პირველივე დანახვისას იგი ერთბაშად ,,სთნდათ".

ყველაზე მნიშვნელოვანია თუ რას ასახელებს გიორგისთან გაყრის მთავარ მიზეზად თავად თამარი ?

- ,,საწოლის სიწმინდის შერყვნას", უფრო კონკრეტულად თამარი აქ უნდა გულისხმობდეს გიორგის ჰომოსექსუალობას, რაც იქიდანაც ჩანს, რომ თავის ქმარს ამ ,,სენისგან" განსაკურნავად მან გამოუყო ტრადიციული მკურნალები - ,,სარწმუნონი მონაზონნი"

თამარის ფსიქოტიპს დიდი ხანია ვსწავლობ სხვადასხვა წყაროთა შუქზე და მისი იდეალიზების გარეშე, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სახარების სულისკვეთების, ღრმად, ზოგჯერ კი გულუბრყვილოდ მორწმუნე ქალი იყო, ამ შემთხვევაშიც, ჩანს, ყმაწვილი ქალი ფიქრობდა, რომ მისი სარწმუნო ბერები სულიერი შეგონებებით გიორგის ჰეტეროსექსუალად აქცევდნენ. თამარის ერთ-ერთი ისტორიკოსი, რომელიც ბერი უნდა იყოს და იქნებ სწორედ იმ ,,სარწმუნო მონაზონთაგან" ერთ-ერთი, ვისაც გიორგი უნდა გამოესწორებინა, ციტაციით შენიშნავს: ვკურნებდით და არა იკურნებოდაო...

ამგვარად, თამარის და მისი ,,სარწმუნო მონაზვნების" გეგმა განეკურნათ სოდომური წყევლა, ჩავარდა, გიორგი ისევ აგრძელებდა თამარის საწოლის შებღალვას, 25 წლის გამორჩეული გარეგნობის მქონე მეფეს პარტნიორების ჩამოყვანა სხვა სამეფოებიდან არ უნდა დასჭირვებოდა (მწვალებელ ფრანგებამდე ხმელეთის გზას მუსლიმები კეტავდნენ) ხელის შორს გაწვართნა რა საჭირო იყო, ჯერაც რუის-ურბნისის კრების მამები ჩიოდნენ, რომ საქართველოს ერშიც და ბერშიც მრავალი იყო ამ ,,სამეფოთა დამაქცევარი და ამომწყვეტელი" ცოდვით დასნებოვნებული

,,მამათმავლობის მკურნალი ბერების" მიჩენა და მხილება თავმომწონე უფლისწულისთვის, ცხადია, ძალიან დამამცირებელი უნდა ყოფილიყო, ამიტომ ფსიქოლოგიურად და ლოგიკურად კარგად გასაგებია მემატიანის შემდეგი ცნობა, რომ ამის მერე გიორგი კიდევ უფრო ,,განძვინდა" და  ,,არა თუ ოდენ არა შეიგონა, არამედ უძვირესთა მიმართ იწყო და შერაცხილნიცა კაცნი უბრალოდ გუემნა და ასოთა აღმოგდებითა ტანჯნა"

ასოში შესაძლოა სხეულის დაუკონკრეტებული ნაწილიც იგულისხმებოდეს და უფრო კონკრეტულად, სასქესო ორგანო, თუკი გავითვალისწინებთ, რომ გიორგის მამაკაცური ღირსება უკვე სერიოზულადაა დაყენებული კითხვის ნიშნის ქვეშ და მის ,,განკურნებაზე" ბერების კომისია ზრუნავს, მეორე გაგება უფრო ახლო ჩანს სინამდვილესთან, შესაბამისად, ასეთი სურათი იხატება: საკუთარი მამაკაცური ღირსების შეურაცხყოფას იგი პასუხობს იმ დიდგვაროვანთა დასაჭურისებით, რომლებიც მის შეურაცხყოფაში მონაწილეობდნენ, ან, გიორგი ფიქრობდა, რომ მონაწილეობდნენ

ეს სისასტიკე სინამდვილეში მეტყველებს ფსიქიურად გაუწონასწორებელი ახალგაზრდა კაცის ტანჯვასა და ტრაგედიაზე. თავისი ქვეყნიდან განდევნილ უფლისწულს ბედმა გაუღიმა, კი არა გადაუკისკისა და ეპოქის ყველაზე ძლიერი, მდიდარი და მშვენიერი ქალის ქმრად და თანამეფედ აქცია, ქართველი ისტორიკოსები არ მალავენ, რომ განსაკუთრებული გარეგნობის გარდა გიორგი გამოირჩეოდა მაღალი საბრძოლო უნარებითაც, მისი უნარიანობა და ჟინიანობა კარგად გამოჩნდა მერეც, როცა განდევნილი ორჯერ დაბრუნდა და პირველად დიდ წარმატებასაც მოაღწია, მთელი დასავლეთ საქართველო მიემხრო, იოლი წარმოსადგენია ამ დროს თამარის განცდები, მისგან გაძევებული ქმარი მობრუნდა და სამეფოს ნახევარი წაართვა, დღედღეზე კი მის თავისუფლებასაც ხელყოფდა... მაგრამ დავუბრუნდეთ პირვანდელი თხრობას, მიუხედავად ყველა იმ უპირატესობისა, რაც გიორგის აქვს, იგი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, რამდენადაც ქალები არ იზიდავს, არადა, თამარის სასწრაფო წესით დაქორწინება სწორედ იმ მიზნით მოხდა, რომ როგორმე ტახტის მემკვიდრე დაბადებულიყო, ბაგრატიონთა სამეფო შტო გაქრობის რეალური საფრთხის წინაშე იდგა, რასაც ფეოდალურ საქართველოში უდიდესი შიშით უყურებდნენ, ეს შიში იმდენად დიდი და ერთსულოვანი იყო, რომ თამარის ,,სულსა შეაიწრებდეს და უშვილოებასა მოახსენებდეს", იოლი მისახვედრია რამდენად უფრო ძლიერი იქნებოდა ეს წნეხი გიორგიზე, იქამდე, რომ ამას იგი ფსიქიკური აშლილობის ზღვრამდე უნდა მიეყვანა, რის ნიშნებსაც ისტორიკოსები წვრილად აღწერენ.

თავმოყვარე და ჟინიანი გიორგის მამაკაცური ღირსება ნაცარტუტად იქცა, მის საწინააღმდეგოდ გამოყენებული ბრალდებების რეკონსტრუქცია არც ისე რთულია, საკმარისია უბრალოდ თამარის ხელის მთხოვნელთა აღწერების მოტანა მემატიანესთან: აკი თამარის ხელს ეძებდნენ პირ-მზე და ტან-ლომი ჭაბუკნი - ჰრომნი, ფრანგნი, ასურნი, ოვსნი თუ შარვანელნი, არჩევანი მათგან ერთ-ერთზე უნდა შეჩერებულიყო და არა ამ მამაკაცურად უძლურზე, რადგანაც მათი მამაკაცური ღირსება საკმარისი იქნებოდა ტახტის მემკვიდრის მოსავლინებლად, იქნებ არც არის გვიან მათში საუკეთესოსთვის დასტურის მიცემის,  რადგანაც ჰომოსექსუალი გიორგის იმპოტენცია ქართველთა სამეფოზე უმემკვიდრობის კატასტროფას მოაწევს. გიორგის პასუხი წნეხზე იყო შეუპოვარი - სკეპტიკოსთა და კრიტიკოსთა დასახიჩრება ან დასაჭურისება, მეფური პასუხი მათ, ვისაც ეჭვი შეაქვს დიდგვაროვანი ახალგაზრდა კაცის მამაკაცურ ღირსებაში

ტრაგედიის ფინალური ეტაპი დადგა ორი წლის თავზე, როცა, უეჭველად წინასწარ დაგეგმილად, დარბაზის სხდომაზე თამარმა განაცხადა, რომ ის მისგან იფერთხავდა მტვერს, რომელიც რუსისგან აეკრო... ერთი ისტორიკოსი წერს, რომ ამ დროს თამარი ტიროდა, მეორე კი მას ამ გადაწყვეტილების მიღებისას უფრო გულცივ და ძლიერ პიროვნებად წარმოაჩენს

რუსუდან დედოფალმა და დიდებულებმა გიორგი ,,საწყალობელად განაძეს", თუმცაკი ხელუხვად - ხომალდი ძვირფასეულობით დაუტვირთეს და კონსტანტინეპოლში ექსორიაქმნეს.

გიორგი და თამარი ამ დროს 25-26 წლისანი იყვნენ.

ბექა ჭიჭინაძე

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way