USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
ბექა ჭიჭინაძე - თამარ მეფის ბავშვობისას ქართველთა დიდმა ლაშქარმა საზღვაო ბრძოლაში გაანადგურა რუსული ფლოტი
дата:  1627

ხალხური:

,,შვიდი წლის ქალი თამარი მეფედ თქვეს, დედოფალიო
ზღვის პირას შავიყარენით, შეგვექმნა საომარიო..."
სხვა გადმოცემებში ეს ზღვა კასპიის ზღვადაა დაკონკრეტებული, მოხდა თუ არა ქართველთა საზღვაო ბრძოლა თამარის ბავშვობისას კასპიის ზღვაზე ?
დიახ !
ამ ხალხურ ლექსს კოსმოგონიურ მითოლოგემებთან ერთად ისტორიული განზომილებაც აქვს.
მე-12 საუკუნის შირვანელი ავტორის, ხაყანი შარვანის ნაწერების სრულ გამოცემას გავეცანი, გაოგნებული დამტოვა. ხაყანის ცნობით, 1173 წელს, საქართველოს ყმადნაფიც შირვანს შეესია ,,ქერა-ჟღალ" რუსთა და დარუბანდელთა დიდი ლაშქარი, რუსები ზღვით - ფლოტით და დარუბანდელები ხმელეთით.
გიორგი მესამის მამიდაშვილი - შირვანშაჰი აღსართანი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და დახმარება გიორგის სთხოვა, ამ დროს საქართველოში იმყოფებოდა გიორგის მამიდაშვილი, მომავალი იმპერატორი ანდრონიკე კომნენოსი, რომელიც, ამავე დროს, აღსართანის დეიდაშვილი იყო.
ქართველთა ლაშქარი სწრაფად გაემართა შირვანში, კარგად დააკვირდით და დაიმახსოვრეთ, რომ ესაა სამი ალალი ბიძაშვილ-მამიდაშვილი ხელმწიფის ამბავი, (ანდრონიკე, გიორგი, აღსართანი), სამივე დავით აღმაშენებლის შვილიშვილი გიორგი მამის ხაზით, ანდრონიკე და აღსართანი დედის. ერთი მოძმე ხელმწიფე შველის ზღვიდან და ხმელეთიდან ალყაშემორტყმულ მოძმე ხელმწიფეს
ხაყანის მიხედვით, განადგურებულ იქნა რუსთა 73 გემი ! ეს ხომ მთელი ფლოტია ! შესაძლოა, ავტორი აჭარებდეს, მაგრამ აშკარაა, რომ თამარის ბავშვობისას ქართველთა დიდმა ლაშქარმა საზღვაო ბრძოლაში გაანადგურა რუსული ფლოტი. სწორედ ეს გარემოებაა ასახული ზემო წამძღვარებულ ხალხურ ლექსში, და არამხოლოდ, გაიხსენეთ ფრიდონის ამბავი, რომელიც საზღვაო ქვეყნის მეფეა და რომელსაც მტერი ზღვიდან და ხმელეთიდან ერთდროულად ადგება, სწორედ ისე, როგორც აღსართანს, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ფრიდონს შველის ტარიელი, რომელიც დიდ საზღვაო ბრძოლაში ანადგურებს მტრის ფლოტს და სამეფოში ისევ ფრიდონს აღადგენს:
,,ნავი წინა მომეგება არა ვიცი შვიდი თუ რვა
ფიცხლად ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა
ქუსლი ვკარ და დავუქცივე, დაიძახეს დიაცურ ,,ვა"
კვლა სხვა მივე მოვკივდე ხელი ნავისა ბაგესა
ზღვასა დავანთქი, დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა
სხვანი გამექცეს, მიმართეს მათ მათსა საქულბაქესა"
რა თქმა უნდა, ტარიელისაგან ფრიდონის შველაში არეკლილია გიორგი მესამის დიდი საზღვაო ომი რუსების წინააღმდეგ და აღსართანის ხელისუფლებაში აღდგენა.
გიორგი მესამეს ამ ბრძოლაში ახლდა ლიხთიმერთა და ამერთა ლაშქარი, საზღვაო ბრძოლაში იგი უნდა დაყრდნობოდა ლიხთიმერთა და აფხაზთა ლაშქარს, რომელსაც ზღვაზე ბრძოლის გარკვეული გამოცდილება გააჩნდა.
ქართული წყარო ამ მოვლენაზე მოკლედ საუბრობს და არ აკონკრეტებს შირვანს შესეულ ,,ხაზართა" ვინაობას, მაგრამ ხაყანი და სხვა მუსლიმი ავტორები დაწვრილებით საუბრობენ დარუბანდელთა მოკავშირე ამ რუსულ ლაშქარზე და ფლოტზე, რომელიც გიორგიმ გაანადგურა

ამ ,,ქერა-ჟღალ" რუსთა ვინაობა უკვე გარკვეული აქვს ისეთ დიდ სამეცნიერო ავტორიტეტს, როგორიც ვლადიმერ მინორსკია, რატომ მიიჩნევთ აუცილებლად, რომ აქ რომელიმე რუსული პოლიტიკური ერთეულის აქტივობასთან გვაქვს საქმე ? მინორსკის მიხედვით, ისინი იყვნენ რუსი მოქირავნეები, რომლებიც, მთელ იმდროინდელ ევრაზიას მრავალად იყვნენ მოდებული, როგორც ძალიან ეფექტური სამხედრო ძალა.

ხაყანის გარდა სხვა ავტორებიც ამ ლაშქრობის ძირითად ძალად მიიჩნევენ რუსებს, ,,Rus", მინორსკი რა თქმა უნდა ითვალისწინებს ამ ეთნომიმის არაერთგვაროვან სემანტიკას და შემდეგ ასკვნის, რომ ამ შემთხვევაში რუსი აქ სლავს ნიშნავს და არა უბრალოდ ჩრდ. კავკასიელს.

მიყევით ბმულს - ბექა ჭიჭინაძე 

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати