USD 2.7349
EUR 3.0984
RUB 3.4347
Тбилиси
ბექა ჭიჭინაძე - საქართველოსა და ევროპას შორის ოთხი დიდი ისტორიული შეხვედრა
дата:  456
ისტორიულად, შეიძლება გამოიყოს ოთხი დიდი შეხვედრა საქართველოსა და ევროპას შორის
ოთხივე მათგანი ნიშნეულია
1. ანტიოქია, შავი მთა
1097-წელი, ანტიოქიის სანახები, ბიზანტიელებმა მუხანათურად მიატოვეს ჯვაროსნები, ლაშქარს სურსათი ამოეწურა, დაიწყო შიმშილობა, ამ დროს გამოჩნდნენ ანტიოქიის შავმთელი ქართველი ბერები და ჯვაროსნებს სურსათი გადასცეს, რაც შეეძლოთ. მოგვიანებით, შავი მთის ქართველი ბერები გაერთიანდნენ ევროპელ ბერებთან ერთად, ერთ საძმოში და ბერძენი ეპისკოპოსის ნაცვლად კათოლიკე არქიეპისკოპოსს - რეიმონდს დაექვემდებარნენ.
მე-13-საუკუნეში, ევროპელი ფიზიკოსი, გამომგონებელი და მღვდელი - ოლივერ პადერბონელი ეწვია ამ უნიკალურ მონასტერს, სადაც ქართველი და ევროპელი ბერები ერთად მოღვაწეობდნენ, ამის შესახებ იგი წერს:
,,ჩვენ საგულდაგულოდ შევამოწმეთ ქართველთა წიგნები სვიმეონ მესვეტის მთაზე, სადაც მათ თავიანთი მონასტერი აქვთ, განმმარტებელთაგან შევიტყვეთ, რომ მათი სახარებები ისეთივეა, როგორიც ლათინებისა, თაღოვანი შემკულობებიც ჩვენნაირი აქვთ, პავლე მოციქულის ეპისტოლეებიც ჩვენი რიგის მიხედვით აქვთ, მის წერილს რომაელთა მიმართ ათავსებენ ყველაზე წინ".
2. ათონი, ივერონის მონასტერი
ბერძენი ბერის - იკოდომოპულოსის წერილს ოჰრიდის ეპისკოპოსისადმი, სადაც ქართველ ათონელებზე იგი წერს:
,,ქართველები არ დაუპირისპირდნენ ლათინებს (დასავლეთ ევროპელევს) როგორც მართებდათ, ისინი სამარცხვინოდ ეახლნენ პაპის კარდინალს თესალონიკში და ლათინთა ხელზე ხელების დადებით განგვეშორნენ ჩვენ, ბერძნებს".
ევროპელ ბერებთან თანაზიარების გამო ბერძნებმა ქართველ ათონელებთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტეს.
ქართველთა და ევროპელთა მეგობრობა ათონზე იწყება ლეონ დიდიდან, ქართველებმა თავიან მონასტერში მიიღეს იტალიელი ბერი ლეონი თავის ექვს მოწაფესთან ერთად, თანდათან ევროპელთა რიცხვი ივერონში ისე გაოზარდა, რომ ქართველებმა მათთვის ცალკე მონასტერი - ამალფიტიონი დაარსეს, ამდენად, ევროპული კულტურის ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი მონასტერი სწორედ ქართველთა მონასტრის განაყოფია. იტალიელი ბერების ნაწილი, ამალფიტიონის დაარსების შემდეგაც რჩებოდა ქართველთა მონასტერში.
ბერძნული თხზულებების უზარმაზარი წილი ევროპულ ენებზე სწორედ ივერონისა და ამალფიტიონის მონასტრებში ითარგნა.
3. იერუსალემი, ჯვრის მონასტერი
ჯვრის მონასტრის აღაპები, სადაც ჯვაროსანთა, ტამპლიერთა მოსახსენებლებია შეტანილი, საუკეთესოდ გვიჩვენებს ქართველთა და ევროპელთა ურთიერთობების სიმჭიდროვეს ამ ხანებში. ჯვრის მონასტრის ქართული კრებული კათოლიკე ეპისკოპოს - გიბელენს ექვემდებარებოდა, რომელმაც, სხვათაშორის, მონაზვნად აღკვეცა დავით აღმაშენებლის ცოლი.
ქართველმა ბერებმა ჯვაროსნებთან და ტამპლიერებთან უახლოესი ურთიერთობები დაამყარეს და მოსახსენებლებში შეიტანეს ძალიან ბევრი ფრანგი დიდებულის და ტამპლიერთა კომანდორების სახელები.
4. ბულგარეთი, პეტრიწონის მონასტერი
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობისას, 1189 წელს ფრიდრიხ ბარბაროსამ აიღო ფილიპოპოლისი, ფრიდრიხი მტრულად ექცეოდა ბიზანტიელ სამღვდელოებას, მაგრამ პეტრიწონის ქართველი წინამძღვარი მიიღო დიდი პატივით და თავის მრჩევლად დანიშნა. პეტრიწონის მონასტერში ინახებოდა ფრიდრიხის მიერ შეწირული მახვილიც.
ყველა ამ შეხვედრისას ქართველები თავს უყოყმანოდ აკუთვნებდნენ ევროპულ სამყაროს, თავის მხრივ, მათ საერთო კულტურის თანამოზიარედ აღიქვამდნენ დასავლეთ ევროპელებიც
ბიზანტიელები ქართველთა ამ პროდასავლეთევროპულობას აღიქვამდნენ მართლმადიდებლობის ღალატად, მაგრამ ქართული ეკლესია მაინც პროდასავლურ მიმართულებას აგრძელებდა. არსენ იყალთოელის თარგმანებში ლათინთა/ევროპელთა კრიტიკის მონაკვეთები გამოტოვებულია, ბერძენთა მიერ დიპტიქიდან ამოშლილი პაპი კი უკანაა დაბრუნებული.
მიყევით ბმულს - ბექა ჭიჭინაძე
 
 
 
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 29 მაისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის  მარცხენა სანაპიროს, სანაპირო კოსმონავტების, დიდუბის  მეტროს  მიმდებარე ტერიტორიის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბაგრატიონის, ზუგდიდის, ბათუმის, ცემის, ფოთის, კედიას, ევდოშვილის, სოხუმის, ფიფიას, სტანისლავსკის, თევდორე მღვდლის, სამტრედიის, წინამძღვრიშვილის, ტრანსპორტის, მირცხულავას, ბაღის, წყალტუბოს, აგლაძის, კარალეთის, გუდაუთის, გოგოლაურის,  გაფრინდაშვილის, გვეტაძის, ელიავას, დიდუბის, ხოშარაულის, ქუთაისის, ბარათაშვილის და ყიფიანის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 02:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ხოშარაულის, აგლაძის, ბაქრაძის, დიდუბის, გუდაუთის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპირო კოსმონავტების, წერეთლის გამზირის (ნაწილონრივ), სტანისლავსკის და  ხოშარაულის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღი-2 დასახლების  IV, V ქუჩების, ლორთქიფანიძის, აზა ადამიას, თოიძის, ჭიჭინაძის და ნატო გიორგაძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IX კვარტლის და ჯავახეთის ქუჩის  მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარნეულის გზატკეცილის, სოფელი ქვემო თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ზემო  ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფიევას, მეფე  ლუარსაბ პირველის და ვირსალაძაძის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია  ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ტაბლიაშვილის ქუჩის მოსახლეობას. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати