USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ბექა ჭიჭინაძე - საფრანგეთის მეფეს ქართული აბრეშუმის ზეწრებში ეძინა
дата:  596

ასეთ ცნობას გადავაწყდი, რომ საფრანგეთის მეფე ჟან კეთილს (1319-1364), ლონდონში ტყვეობისას ეძინა ქართული აბრეშუმის ზეწრებში, რომელიც ჩინურ აბრეშუმზე მეტად ფასობდა ევროპაში და ყველაზე ძვირადღირებული ქსოვილი იყო, ამიტომაც მხოლოდ ევროპელი მეფეებისა და მთავრების საწოლებისთვის განკუთვნილი.

ალბათ, ბევრ რამეს შესწრებია ქართული აბრეშუმი შუა საუკუნეების ევროპელ მონარქთა პალატებში, სადაც ევროპის ისტორია იწერებოდა.
მარკო პოლო წერს: ,,საქართველოში ბევრია ოქროქსოვილი აბრეშუმი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ".
საქართველოს ოქროს ხანა დასავლეთ ევროპაში სწორედ ქართული აბრეშუმის ოქროქსოვილებით იყო წარმოდგენილი, ალექსანდრე თვარაძემ ყურადღება მიაქცია მე-13-საუკუნის დასაწყისის ცნობილ გერმანულ რომანს - ,,პარციფალს", სადაც, ჩვენდა საოცრად აისახა ოქროს ხანის საქართველოც, რომანში ლაპარაკია კავკასიაში არსებულ ,,ოქროს მთებზე" და უძვირფასეს აბრეშუმსა და ოქროქსოვილებზე, (შეადარე იბნ ისფანდიარი და მარკო პოლო), დაბოლოს, მთელი ამ სიმდიდრის მშვენება - მდიდარი კავკასიის (ტრიბოლიბითის) დედოფალი, რომელიც მდიდარ ქალაქ ტრაპიზონს თუ დარუბანდსაც (Tabronit) ფლობს.

ასე მართლდება თამარის ისტორიკოსის სიტყვები, რომ ფრანგნი (ევროპელნი) თამარის ქებათა მელექსეობდიან.

მიყევით ბმულს - ბექა ჭიჭინაძე

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати