იცოდით, რომ ძველად ტერიტორიული დავები ევროპელებთანაც გვქონდა?
სამყაროს ცენტრად და ქრისტიანთა მთავარ საკურთხევლად მიჩნეული გოლგოთისთვის
რომლისთვისაც კათოლიკეებს, სომხებს და მართლმადიდებლებს შორის ხელჩართული ბრძოლა იმართებოდა
1512-წელს ინგლისის მეფე ჰენრი მერვისადმი გაგზავნილი ანგარიში:
„ქართველთა მეფემ რომელიც ცხოვრობს
აღმოსავლეთის მთებში თურქებსა და ჰისმაილ სუფებს შუა, აბუნაზარ კამპსო ელ გაურის (ეგვიპტის სულთნი) დახმარებით, ყველანაირი კრძალვის გარეშე გოლგოთას მთაზე დააქცია ლათინთა საყდარი, რომლის დაუფლებისათვის სულთანს 1000
დუკატი გადაუხადა“
ბეენა ჩოლოყაშვილის ანდერძი:
,,ფრანგთა (კათოლიკეებს) გოლგოთა დავაგდებინე და მათი
ყუელა გარეთ გამოუყარე და კანდელი და რაცა მათი იყო, მე ცოდვილმა ბეენ"
,,ქართველებმა, რომლებიც არიან კათოლიკეთა მთავარი მტრები,
ძალმომრეობით წაგვართვეს გოლგოთა ჩვენთვის დიდად სასირცხვილოდ, საზიანოდ და სათაკილოდ. მათ დაამსხვრიეს საკურთხეველი და კანდელები, ხოლო [ფრანცისკელ] ძმებს უფლება წაართვეს, ევლოთ იქ.
„სულთანი ეხმარება მათ [ქართველებს] უფრო მეტად, ვიდრე სხვა ხალხს. ისინი
შედიან წმინდა საფლავის ეკლესიაში გადასახადის გადახდის გარეშე“
ძველი ეთიოპიური ხელნაწერი (,,ვალდა მათჰე") ქართველებზე
,,პირველ დღეებში გოლგოთა იყო ეთიოპიელი და ქართველი ბერების ხელში, სომხებმა მუსლიმებს შეაძლიეს დიდძალი თანხა და ეს ადგილები მათ მიითვისეს. ეთიოპიისა და საქართველოს მეფეებს არ უთქვამთ ,,ჩვენ გვეკუთვნის"
,,პირველი გოლგოთაში გამოჩენილ ცეცხლს იღებდა ეთიოპიელი მღვდელმთავარი, შემდეგ რომაელი მღვდელმთავარი, მესამე სომეხთა მღვდელმთავარი, მეოთხედ ქართველთა მღვდელმთავარი"
ხელნაწერი ყვება ქრისტეს საფლავში ქართველი და ეთიოპიელი ბერების თანაცხოვრებაზეც.
1439 წელს გაკეთებული ერთი სომხური ანდერძთმინაწერით - გადამწერი ერემია ერზნაკი, მომგებელი იერუსალიმის არქიეპისკოპოსი მარტიროსი ირკვევა, რომ: მარტიროსმა მრავალი ტანჯვა და შევიწროება გადაიტანა სხვა ტომთაგან, მეტადრე ბოროტ და უსამართლო ქართველთა ნათესავისაგან წმინდა გოლგოთასათვის, რომელიც წმინდა მამამთავართა და ძლიერ მეფეთა წილისყრით სომეხთა საკუთრება იყო და რომელიც ბილწმა ქართველებმა, უვიცმა და ამპარტავანმა ქართველებმა უსამართლოდ მიიტაცეს.
ამ საქმის მიზეზი იყო შემდეგი. ვინმე ვაჭარი სულთნისა, სახელად ღაიბი წავიდა საქართველოში სავაჭროდ; ბოროტმა ივანემ და სხვა მისმა თანამოაზრე მთავრებმა, დიდი ხნიდან რომ შურდათ სომხებისა წმინდა გოლგოთას გამო, იპოვეს მარჯვე დრო და მოქრთამეს ვაჭარიმრავალი საქონლის მიცემით, ხოლო სულთანს აღუთქვეს ბევრი, უთვალავი საქონელი, აგრეთვე მათ ხელისუფლებაში მყოფ თურქთა განთავისუფლება სამეფო ხარკისაგან, დანგრეული და აოხრებული მიზგითების აშენება, თურქი ტყვეების განთავისუფლება, მორჩილება და სიყვარული სულთნისადმი, თუ ვაჭარი მოახერხებდა სულთანთან, რომ სომხებისათვის წაერთმიათ გოლგოთა და ქართველებისათვის მიეცათ.
მოვიდა ის კაცი, შევიდა სულთანთან და იმდენს ეცადა, ვიდრე არ დაითანხმა იგი ცბიერი სიტყვებით, რამეთუ ეტყოდა, უკეთუ არ მისცემ გოლგოთას, ის - ივანე - თურქთა ნათესავს, რომელიც მათ ხელისუფლების ქვეშ არის, ყველას მოსპობს და მათ მიზგითებს დაანგრევენ. ამის გამო მისცა სულტანმა ქართველებს გოლგოთა. ამ დროს ეგვიპტის სულთანი იყო მელიქ აშრაფი. ხოლო უფალმა მარტიროსმა თავს იდო დიდი შრომა და ჩავიდა მისრში და შევიდა სულთანთან. 3 წელი დაჰყო იქ, ყოველ დღე მიდიოდა სულთნის კარზე. დიდ-დიდი მოხელეები მოქრთამა, სულტანს მრავალი საქონელი აღუთქვა და კვლავ დაუბრუნა იგი სომხებს.
ხოლო როდესაც ღმერთმა შეგვიწყალა და უფალი მარტიროსი კვლავ დაეუფლა გოლგოთას სულთნისა და მისი მოხელეებისათვის 3000 - ზე მეტი ფლორის ქრთამად მიცემით, ძლიერ გავიხარეთ. ჯერ წელიწადიც არ გასულიყო იმდენი საქონელი მოუვიდათ ქართველთა მეფისაგან, რომ ისევ წაგვართვეს გოლგოთა. მოხუცი მარტიროსი კვლავ , მისრს და იმდენი ქრთამი და საქონელი მისცა, რომ გაძღნენ და ისევ დაეუფლა გოლგოთას. კვლავ ერთი წელი არ იყო გასული, ისევ აიღეს და მისცეს გოლგოთა ქართველებს. ახლა ხელახლა მივიდა უფალი მარტიროსი მისრს და შევიდა სულთან მელიქ ტაჰრ ჩახმახთან და მის მოხელეებთან და უთხრა, რა არის ეს, რომ სამჯერ აიღეთ ჩემგან 3000 ფლორი და ტყუილად გამაღატაკეთ. მაშინ უფალ მარტიროსს კეთილმოსურნე მოხელეებმა უთხრეს, რომ შენ ერთი კაცი ხარ, თავიც რომ გასწირო, ვერ მიაღწევ, რამეთუ ქართველი ბერები მათი მეფის დახმარებით რასაც ისურვებენ, იმას აკეთებენ. მაშინ დარწმუნდა, რომ საქონლის გაცემით და მოქრთამვით საქმე არ კეთდება და კეთილი განზრახვა გაუჩნდა. კვლავ ჩავიდა სულთანთან და მის მოხელეებთან. ითხოვა სხვა ადგილი. ბრძანა სულტანმა, რომ წასულიყო და აერჩია ცარიელი ადგილი. ვნახეთ ადგილი, რომელიც არის უფლის წმინდა საფლავისა და წმინდა გოლგოთას პირდაპირ და ვითხოვეთ იგი სულთანს. სულთანმა გვიბოძა ის ჩვენ.