USD 2.6936
EUR 3.1394
RUB 3.3040
Tbilisi
ბექა ჭიჭინაძე - ქართველი ქალის სახე ძველ ევროპულ წყაროებში
Date:  637
ქართველი ქალის სახე ძველ ევროპულ წყაროებში ნაღდი სადისერტაციო თემაა !
ერთ უცნაურ დეტალს დავაკვირდი, ევროპულ წარმოდგენებში ქართველ ქალს ჯერ იარაღი აასხეს, მერე წვერები, ბოლოს კი სამღვდელო პატივიც მანიჭეს, ასე გახდა ქართველი ქალის სახე ევროპაში ქალთა ემანსიპაციის სიმბოლო, ამ სამი ატრიბუტით - იარაღით, წვერით და მღვდლობით ხაზგასმულია ქალთა თანასწორობა მამაკაცებთან, ხაზს ვუსვამ - წარმოდგენებში, რომელთა ისტორიულობა და ისტორიული ელემენტები ამჯერად არ გვაინტერესებს.
იარაღი
,,ქართველების ქვეყანას ფემინიასაც უწოდებენ, რადგანაც იქ დედოფალი მიუძღვის შეიარაღებულ ქალებს"
უილიამ ტირელის ქრონიკის ძველი ფრანგული გაგრძელება
,,და აღდგა [ქართველ] ქალთა უმამაცესი მოდგმა სარკინოზთა წინააღმდეგ საომრად"
ფრა თომას კანტინპრესი
წვერი
ყველაზე ძნელად წარმოადგენი ცნობაა, უცნობი წყაროა, მე მოვიძიე, მომაქვს ლათინური დედანი:
,,Georgianorum fœminæ quas habere barbam ut viros"
,,ქართველ ქალებს წვერები აქვთ, ისე როგორც მამაკაცებს"
ნაშრომიდან - ,,სადავო წვერის შესახებ" - ,,De barba disputatio", Jacob Thomasius, Gottfried Barth,1676, 37
მღვდლობის პატივი
„[ქართველი] ქალიშვილები სწავლაში თვით მღვდლებზე მეტ სიბეჯითეს იჩენენ და კარგად დახელოვნების შემდეგ მონასტერში დარჩებიან თუ დიდებულთა სამსახურში შევლენ, ღებულობენ აღსარებას, ნათლავენ ყმაწვილებს, აფორმებენ ქორწინებას, ასრულებენ ზიარებასა და სხვა ამგვარ საეკლესიო ფუნქციებს. რამდენადაც ვიცი, ასეთი ჩვეულება ამ ქვეყნის გარდა არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არის“.
ჟან ბატისტ ტავერნიე, დიდი სენიორის სამეფო კარის ახალი აღწერა. ფრანგულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო კარლო გურულმა, გვ. 204.
უდროოდ და უადგილოდ დამეცემა ხოლმე შთაგონებანი, გუშინ მთელი ღამე მაწრიალა ამაზე ფიქრმა, აშკარად კანონზომიერ ევოლუციას ვხედავთ ყველა ამ ცნობაში, ევროპულ წარმოდგენებში ქალთა ემანსიპაციის იდეა სიმბოლიზებულია ქართველი ქალის სახით, საქართველოსაც ,,ფემინია" ჰქვია (უილიამ ტირელის გამგრძელებელი), მის ერს კი ,,ქალთა უმამაცესი მოდგმა" (თომას კანტინპრესი), რომელიც პროგრესულად იღებს მამაკაცური სრულუფლებიანობის სამივე ატრიბუტს: იარაღს, წვერებს და მღვდლობასაც კი.
ფოტო - „ქართველი ქალი“ (Georgiana), ესპანური გრავიურა, მადრიდი 1804.
tbilisi
აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელდა
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელა.
 დაახლოებით 2 000 კვ.მ ფართობზე, 55-მდე თარგი გამწვანდა, სადაც:
  •  მოეწყო სარწყავი სისტემა
  •  შევიდა 850 კუბური მეტრი ნოყიერი მიწის ნაზავი და 17 კუბური მეტრი მულჩი
  •  დაირგო 2 213 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი
  •  800 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი
 გამწვანების სამუშაოები მიზნად ისახავს ქუჩის ვიზუალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way