USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
ბექა ჭიჭინაძე - პირველი წყარო, რომელიც ქართლს მოიხსენიებს, არის მე-2 საუკუნის ებრაული ტექსტი
Date:  1636
არასწორად ჰგონიათ, რომ ,,ქართლი" პირველად მე-5 საუკუნის ძეგლებში იხსენიება
პირველი წყარო, რომელიც ქართლს მოიხსენიებს, არის მე-2 საუკუნის ებრაული ტექსტი - ,,ალექსანდრე მუკდონის (მაკედონელი)" ცხოვრება, აქ ქართლი იხსენიება სომხეთის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნის - ,,ქართინია"-ს ფორმით.
ებრაული წყაროების შემდეგ ქართლის თვისახელწოდება ,,Qartan" ფორმით დაცული იყო შუა საუკუნეების ეთიოპიაში, რაც უნდა აიხსნებოდეს ეთიოპიელი და ქართველი ბერების თანაცხოვრებით გოლგოთასა და აღდგომაში.
მე-2 საუკუნის ხსენებული ტექსტის, ებრაული ალექსანდრიანის მიხედვით, (სადაც საუბარია ალექსანდრეს მითიურ მოგზაურობაზე ქართლში) ,,ქართინია" იწყებოდა ,,ბნელი მთებიდან", ვფიქრობ, აქ სომხური ,,კანგარი" იგულისხმება, რომელიც მართლაც ბნელ მთას ნიშნავს.
არანაკლებ საყურადღებოა ეთნონიმ ქართლის მერმინდელი თავგადასავალი, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ქართლად მიიჩნეოდა დას. საქართველოც, მაგრამ მე-16-7 საუკუნეებში სამეგრელო და აფხაზეთი იქცა ,,მთავარ ქართლად"
იერუსალემის პატრიარქები - დოსითეოსი და ქრისანთოსი წერენ, რომ დასავლეთ ქართლის (იბერიის) ანუ აფხაზეთის კათალიკოსი პატივით მეტია მცხეთის კათალიკოსზე
ნუ იფიქრებთ, რომ ,,იბერია" აქ საქართველოდ უნდა ითარგნოს და არა ქართლად, რადგანაც თავად მალაქია აფხაზთა კათალიკოსი საკუთარ სამწყსოს ამგვარად განსაზღვრავს - ,,ერი ქართლისაი" თავისი თავი მას მიაჩნია ,,ქართლისა ერის კათალიკოსად", ამ შემთხვევაში მალაქია ახალს არაფერს ამბობს, ჯერაც მერჩულედან ,,ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების სადა ჟამი ქართულითა ენითა შეიწირვის"
მაგრამ მაინც, ამ ეპოქაში დას. საქართველო, განსაკუთრებით კი სამეგრელო და აფხაზეთი, წარმოადგენენ არა უბრალოდ ქართლს, არამედ ,,მთავარ ქართლს", რომლის მღვდელმთავრის პატივიც, იერუსალემის პატრიარქების მოწმობით, აღემატება აღმოსავლეთ ქართლის- მცხეთელი კათალიკოსის პატივს
ყველაფერ თქმულს ასურათებს გრიგოლ აფხაზთა კათალიკოსის საბეჭდავი - ,,გრიგოლ მწყემსი ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოისა"
დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით სამეგრელო/აფხაზეთს ცენტრით ბიჭვინთაში, ჰქონდა პრეტენზია რომ იყო ,,მთავარი ქართლი", სწორედ ამიტომ, მხოლოდ აქ, ბიჭვინთაში ჩნდება იდეა არამხოლოდ გადაიწერონ, არამედ მოხატონ ,,ქართლის ცხოვრების" ხელნაწერები, როგორც აფხაზეთის კათალიკოს ექვთიმეს ანდერძიდან ვიგებთ.
 
society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way