USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
ბექა ჭიჭინაძე - მხოლოდ მე-14-5 საუკუნეებში დაფიქსირებულია ორმოცდაათზე მეტი სვანი მწიგნობრის სახელი
თარიღი:  1308
მხოლოდ მე-14-5 საუკუნეებში დაფიქსირებულია ორმოცდაათზე მეტი სვანი მწიგნობრის სახელი !
ქვემოთ მათი ნუსხაა მოცემული.
1. აღმართ მოშრიდიანი (მე-14-ს.).
2. გახეჩან ხუცესი (მე-14-ს.).
3. ჩერიგ ბაბილოვანი (მე-14)
4. დავით (მე-14.)
5. გაჟანიანი (მე-15).
6. ნინია შქერიანი
7. გიორგი მოძღვარი, შქერიანი (მე-15)
8. გორსი დავიანი (მე-15).
9. დემეტრე უხოჯელიანი (მე-14.)
10. თოდანი (მე-15)
11. იველდანი (მე-15)
12. კაკასატი (მე-15)
13. ნინია (მე-15)
14. ოქროპილ (მე-14)
15. ტიმოთე პაპა (მე-14)
16. ფარსმან დობორჯგიანი (მე-14)
17. ფურთუხ (მე-14)
18. ქერობინ კილამოშელი (მე-14)
19. ქერობინ უხოჯელიანი (მე-15)
20. ზურაბ შარლანი.
21. ივანე გოშქოთელიანი.
22. მახარობელ უხოჯელიანი.
23. მიქაელ დევდარიანი
23. მოლტარე მუშკუდიანი
24. მოქოლდიანი
25. იოვანე
26. ფალავანდ ფალავანდიშვილი
27. ყაბსუ
28. დავით
29. იულდან ჰადიშელი დეკანოზი
30. დანიელ ორსმაგიანი
31. დავითა მუგებიანი
32. ფარსმან ანბარეგიანი.
ხუთი გიორგი - 33, 34, 35, 36, 37
38. აბრამა
39. ანტონ
40. დავით
41. იოვანე ქანცხიანი - აღდგომელი (ქრისტეს საფლაველი) ხუცესი
სამი ნიკოლოზი - 42, 43, 44
სამი ივანე - 45, 46, 47
ოთხი დემეტრე - 48, 49, 50, 51.
ამ ნუსხას შეიძლება დაემატოს კიდევ ერთი ამდენი ანონიმი ავტორი ამავე ხანის სვანეთიდან რომელთა სახელებიც არ ვიცით, მაგრამ ნაშრომებს ვხედავთ.
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის