USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ბექა ჭიჭინაძე - მცხეთელი დიდგვაროვანი ქალის სამარხში აღმოჩენილი ძვირფასი საწერი კალმები და სამელნე
дата:  1016
გაოცებული დავრჩი რეაქციებით, მეგონა, მცხეთელი დიდგვაროვანი ქალის სამარხში აღმოჩენილი ამ ძვირფასი საწერი კალმების და სამელნის შესახებ ყველამ იცოდა.
 
განახლება: დაწვრილებით ამ აღმოჩენაზე კვალიფიციური სპეციალისტისგან შეგიძლიათ მოისმინოთ აქ: https://youtu.be/LPQXM0kh23I?si=sGIGnjBlN0OpC2Hz
 
კალმები და სამელნე მიკვლეულია ქალის სამარხში, რომელიც მე-3 საუკუნეს ეკუთვნის (ქვასამარხი №14), საერთოდ, მცხეთაში აღმოჩენილი საწერი მოწყობილობების უმეტესობა ქალთა სამარხებშია მიკვლეული, ეს არქეოლოგიური მონაცემი კარგად უდგება ძველ ქართულ საისტორიო ტრადიციას, რომელიც მე-3-4 საუკუნეებში ქართლში მწერალ ქალებს იხსენიებს (სიდონიას, სალომეს და პეროჟავრს).
 
საწერი მოწყობილობის პენალზე გამოსახულია მენანდრე - (კომედიოგრაფი), ჰომეროსი, დემოსთენე (ცნობილი რიტორი).
 
ასევე მუზები: კლიო (ისტორიის), ევტერპე (პოეზიის), თალია (კომედიის), მელპომენე (ტრაგედიის), ტერფსიქორე (ცეკვის), ერატო (ეროტიკული ნაწარმოებების), პოლიმნია (ჰიმნების), ურანია (ასტრონომიის), კალიოპე (ეპოსის).
 
ბერძნული წარწერის მიხედვით, ეს ძვირფასი საწერი მოწყობილობა ეკუთვნოდა მეფე უსტამოსს, საინტერესოა, რომ მამაკაცის ეს საკუთრება ბოლოს №14 ქვასამარხში დაკრძალული დიდგვაროვანი ქალის საკუთრებად იქცა, ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ მცხეთაში მიკვლეული საწერი მოწყობილობების უმეტესობა ქალების სამარხებშია მიკვლეული.
 
Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати