USD 2.8746
EUR 3.0252
RUB 2.7011
Tbilisi
ბექა ჭიჭინაძე - ჯვაროსანთა დამარცხების შემდეგ პოლიტიკური ისლამური სამყაროს მთავარი მტრები ქართველები არიან
Date:  652
სალადინის მდივანი - იმად ალ-დინი თავის პოემაში სალადინს ასე მიმართავს:
وإن بلاد رق مظلمة فخذ
وبعد الفرنج الكرك فاقصد بلاده م
خراسان والنهرين والدرك الفرسا
بعزمك وأملاً من دمائهم الرسا
,,აღმოსავლეთის ქვეყნები წყვდიადმა მოიცვა, მაშ დაიკავე ხორასანი, მესოპოტამია, თურქეთი და სპარსეთი, ფრანგების (ჯვაროსნების) შემდეგ გაემართე შენი განზრახვით ქართველთა ქვეყნის წინააღმდეგ და აღავსე საფლავები მათი სისხლით".
(ჩემი თარგმანი).
საოცარი ტექსტია, ჯვაროსანთა დამარცხების შემდეგ პოლიტიკური ისლამური სამყაროს მთავარი მტრები ქართველები არიან და ფრანგების დამარცხების შემდეგ ჯერი მათზეა. თამართან დადებული ხელშეკრულების მიუხედავად სალადინმა ეს პროპაგანდა მიიღო და ხალიფას მიმართ წერილშიც გააჟღერა.
იმად ად დინის თანამედროვე სომეხი ავტორი სომხური სახარების ერთ უნიკალურ მინაწერში ამავე რეალობას შემდეგნაირად გადმოგვცემს:
,,(დაიწერა) სომხური წელთაღრიცხვის ექვსას ორმოცდაცამეტ წელს
(1204 წ. 31/1 — 1205 წ. 28/I), უფალ იოჰანესის კათალიკოსობისას, ქრისტეს მიერ გვირგვინოსანი და ძლევამოსილი (კილიკიის, ბ. ჭ) სომეხთა მეფის ლევონის, სტეფანეს ძის, მეფობის ჟამს, ბოროტსა და უკუღმართ დროში, როდესაც ქრისტიანთა მოდგმა გადაბუგული იყო ყოველგან,
ვითარცა მინდვრის ძეძვი; (ისინი) უცხოთესლთაგან მრავალმხრივ
შევიწროებული და გაწამებული იყვნენ, რადგან ფრიად მომძლავრებულიყო ცოფიანი და უსჯულო, მხევლის შთამომავალთა, აგარიანთა
ტომი; მძლავრობით მიიტაცეს ყველა ქვეყანა... [ამ დროს] აღმოსავლეთში (სუფევდა) ქართველთა დედოფლის, სახელად თამარის, სახლი. მან დიდი სიმამაცე გამოიჩინა, (ურწმუნოთა, ბ. ჭ.) მრავალი გავარი დააქცია, ააოხრა და უცხო თესლნი ბასრი მახვილით მოსრნა, დარჩენილთ ხარკი დაადო, დაიმორჩილა. მის კარზე იყო ორი ძმა,
სომხური მოდგმის მთავრები. უხუცესს ერქვა ზაქარე შაჰანშაჰი ; (იგი
იყო) კაცი წმიდა და მხნე, ფრიად შემკული ღმრთის შიშით, იქამდე,
რომ თითქმის ქვაბებში (მყოფ) ბევრ მეუდაბნოეს აღემატებოდა. უმრწემესს იოანე ერქვა. ისინი ორთავე ბედნიერი იყვნენ იმ დედოფლისაგან და ფრიად დაფასებული მისგან, იმდენად, რომ ისინი დაედგინა მთელი თავისი ლაშქრის და სამეფოს მეთაურად. (ზაქარია და
ივანე) ჯვრის მტერთა წინააღმდეგ მხნე მებრძოლნი და მძლეველნი
გამოდგნენ. ყოველგან აქებდნენ მათ სახელს. უკეთუ ყოვლისშემძლე
უფალს არ მოეცა ჩვენთვის ამ ძლევამოსილ მეფეთა და ქრისტესმოყვარე მთავართა მანუგეშებელი მოდგმა, წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ, სოდომისა და გომორის მიმსგავსებული გავხდებოდით". (ა. აბდალაძის თარგმანი).
ამ ორ ბრწყინვალე წყაროს ღრმა შინაგანი კავშირი აქვს, იმად ად დინის მიხედვით აღმოსავლეთი წყვდიადმა მოიცვა, რის მიზეზსაც სომხური სახარების მინაწერი ასე განმარტავს: ,,ამ დროს აღმოსავლეთში (სუფევდა) ქართველთა დედოფლის, სახელად თამარის, სახლი. მან დიდი სიმამაცე გამოიჩინა, (ურწმუნოთა, ბ. ჭ.) მრავალი გავარი დააქცია, ააოხრა და უცხო თესლნი ბასრი მახვილით მოსრნა, დარჩენილთ ხარკი დაადო, დაიმორჩილა".
და ბოლოს, რა სახის წარმოდგენები არსებობდა თამარზე სალადინის სამეფოში, საუკეთესოდ ჩანს ეგვიპტური ეპიკური პოემიდან - ,,ალ ჰიმმა":
,,ქართველებს ჰყავდათ დედოფალი… მან დასცა მამრნი და ბუმბერაზნი, დამორჩილებული ჰყავდა მძლავრი და მამაცი, რჩეული ჭაბუკები და მებრძოლები, ხელმძღვანელობდა იგი ლაშქრობებს თურქებისა და თურქომანების წინააღმდეგ, მას განრთხმული ჰყავდა
ბიზანტიელები და ჯვრის მსახურნიც, უწია მისმა სიავემ ყველა ქვეყანას და შეურაცხყო ყველა არსება, მასთან იყო ხუცესი, რომელიც იყო ყველა მღვდელმთავრის ხელმძღვანელი და მეთაური ყველა ურწმუნოსა და ერეტიკოსისა, ერთ დღესაც, მან აუკრძალა მას ლაშქრობები თანამორწმუნეთა წინააღმდეგ და აწვია იგი იარაღის ასაღებად ისლამის ქვეყნებზე… მას ჰყავდა 400 000 - ზე მეტი კაციანი ლაშქარი, ყველანი დაფარული ჯაჭვითა და ჩაფხუტით
(შეადარე ,,ქართლის ცხოვრება" თამარის ლაშქრის აბჯარკეთილობაზე’), კარგად მომზადებულები საბრძოლველად
ცხენითაც და ფეხითაც, მამაცნი ომებში და ასპარეზობებზე"., ჩემი თარგმანი.
შეადარე ,,ქართლის ცხოვრება" - საუკეთესო სპარსელი მოასპარეზის - ამირ მირმანის გუნდის დამარცხება თამარის ყმათაგან.
მიყევი ბმულს - ბექა ჭიჭინაძე
business
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way