USD 2.7428
EUR 2.8772
RUB 2.6387
Tbilisi
ბექა ჭიჭინაძე - გიორგი ბრწყინვალის პატივსაცემად ეგვიპტის სულთანმა არამხოლოდ ქრისტეს საფლავი გადასცა ქართველ ბერებს
Date:  784

დეგლი ანგელის ტაძარში (შვეიცარიაში), გადავაწყდი იერუსალემის ძველ ფრესკას, წითლად ამოხაზულია იერუსალემის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე, ჯვრის ქართველთა მონასტერი, რომელსაც სტუმრობდა მრავალი ესპანელი, ფრანგი, გერმანელი, ინგლისელი და იტალიელი მომლოცველი და რაინდი, ბევრი მათგანის სახელი ქართველმა ბერებმა აღაპებში შეიტანეს, საიდანაც ჩანს, რომ საქართველოს ეკლესია დიდ სქიზმას არ სცნობდა.

გიორგი ბრწყინვალის მეფობისას ქართველთა მონასტერს ეწვია ინგლისელი ბერი, ანონიმი ანგლიკუსის სახელით ცნობილი, (ანუ ინგლისელი), რომელიც წერს, რომ ქართველი ბერები მას ,,გაუმასპინძლდნენ დიდი ქვევრის საუკეთესო ღვინით", იტალიელი ბერი გუსიც წერს, რომ ქართველთა მდიდარი მონასტერი გულუხვად უმასპინძლდებოდა ევროპელებს.
იბნ ფადლალლაჰის ცნობით, დამატებით ირკვევა, რომ ,,მონათლულთა შორის ყველაზე დიდი - ქართველთა მეფის" (გიორგი ბრწყინვალის) პატივსაცემად ეგვიპტის სულთანმა არამხოლოდ ქრისტეს საფლავი გადასცა ქართველ ბერებს - აღდგომელებს, არამედ ჯვრის ქართველთა მონასტერს რამდენიმე სოფელი შესწირა კიდეც.

ეგვიპტის სულთნის ძლიერმა დაზვერვამ კარგად იცოდა გიორგი ბრწყინვალის მასშტაბები, იოჰანეს დე კოლუმნა წერს, რომ გიორგი ,,ძლევამოსილია და კათოლიკეთა მიმართ კეთილგანწყობილი", ამავეს აცხადებს სულთანი გიორგისადმი მიმართვაში: ,,რომის პაპის მეშველო".

წარმოიდგინეთ რამდენი ჯვაროსნული ომი დასჭირდა დასავლეთ ევროპას ქრისტეს საფლავის მისაღებად, ეგვიპტის სულთანმა კი ის გიორგი ბრწყინვალეს დაუთმო, ამ დონის საგარეო პოლიტიკური მონაპოვარი არცერთ სხვა ქართველ მეფეს არ ჰქონია, არც დავით აღმაშენებელს და არც თამარს, მართალია თამარმა დიდი უფლებები მიიღო ქრისტეს საფლავში, მაგრამ არა მისი უშუალო მფლობელობა და კლიტენი, როგორც გიორგი ბრწყინვალემ.

ცნობილია, რომ დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული, თავის მხრივ ქართველთა ქრისტიანი მეფეებიც სწირავდნენ მეჩეთებს შესაწირავებს, ამასთან, ისინი ნებას რთავდნენ მუსლიმებს მეჩეთში ხალიფას სახელზე ელოცათ, საპასუხო პატივის მისაგებად მუსლიმებს თბილისის მეჩეთში ქართველთა მეფისათვის კანდელი ენთოთ (კანდელის ტრადიცია მუსლიმურ თემსაც გააჩნდა), როგორც ეს ჰაუკალის ჩანართშია მოთხრობილი.

მიყევით ბმულს - ექა ჭიჭინაძე

world
"Le Monde" (საფრანგეთი): კვლავ გააქტიურდა დისკუსიები უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარებისა და კერძო თავდაცვითი კომპანიების გაგზავნის შესახებ

მაშინ, როდესაც უკრაინაში კონფლიქტი ესკალაციის ახალ ფაზაში შევიდა, კვლავ გააქტიურდა დისკუსიები უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარებისა და კერძო თავდაცვითი კომპანიების გაგზავნის შესახებ, - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde-ი წყაროებზე დაყრდნობით.

„დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მიმდინარეობს დისკუსიები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ევროპაში მოკავშირეთა ძირითადი ჯგუფის შექმნის მიზნით, რომელიც ორიენტირებულია უკრაინასა და უფრო ფართო ევროპულ უსაფრთხოებაზე“, - განუცხადა Le Monde-ს ბრიტანულმა სამხედრო წყარომ.

ფრანგული გაზეთი აღნიშნავს, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების ან კერძო კომპანიების გაგზავნის შესახებ დისკუსიები 2023 წლის ბოლოდან შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების გაზრდის ფონზე განახლდა.

წყაროების განცხადებით, უკრაინელებს არ შეუძლიათ ამ ტიპის რაკეტების გამოყენება ადგილზე დასავლური მხარდაჭერის გარეშე.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way