USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
ბექა ჭიჭინაძე - დასავლეთ ევროპელთა და ქართველთა კულტურულ ურთიერთობების შუა საუკუნეებში
თარიღი:  591

დასავლეთ ევროპელთა და ქართველთა კულტურულ ურთიერთობებს შუა საუკუნეებში, ყურადღება არ ექცევა

რამდენი რამ ჰქონდათ გასაცვლელი ევროპელებს (არა ბერძნებს) და ქართველებს ამ დროს ერთმანეთისთვის, ჩანს ქართველი და ევროპელი ბერების ინტენსიური კულტურული ურთიერთობებიდან, ისინი თავიანთი მხარეების საუკეთესო შვილები იყვნენ და მის ღირსებას გამოხატავდნენ, მათი სახით, ევროპა და საქართველო ერთმანეთს ღირსების მთელი სისავსით ხვდებოდა, იქით მხარეს ლეო რომაელი იყო, აქეთ კი გაბრიელ ქართველი, ორივე მხარე ერთმანეთით ძლიერ მოხიბლული და შთაგონებული იყო.
ათონის მთაზე, ქართველთა მონასტერში სტუმრად მოსული იტალიელი ბერები ქართველ ბერებთან საუბრის დაწყებისას ხშირად შუა ღამემდე ვერ ასრულებდნენ საუბარს, და ზოგჯერ გათენებამდეც, გიორგი მთაწმინდელის ეს საგულისხმო ჩანაწერი ულამაზესი ხატია იმისა, თუ რამდენი რამ ჰქონდათ ამ დროს ერთმანეთისთვის სათქმელი ქართველებს და ევროპელებს, ზოგი იტალიელი და ფრანგი ბერი, საერთოდ, ქართველთა მონასტერში რჩებოდა, ძველი ფრანგული ნათარგმნი ლიტერატურის ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ბალავარიანი, სწორედ ქართველი და ფრანგი ბერის თანამშრომლობით ითარგმნა ძველ ფრანგულად, მისი ფრანგული ხელნაწერი სწორედ ივერონის ქართველთა მონასტერში ინახებოდა. მეორეს მხრივ, ქართველებიც მდიდრდებოდნენ დასავლეთ ევროპელთა ლიტერატურით, გიორგი მთაწმინდელი სიამაყით წერს, რომ ერთ-ერთი თხზულება ჰრომთა წიგნისაგან თარგმნა.
შუა საუკუნეების ევროპული და ქართული კულტურების შეხვედრის თვალსაზრისით, გამორჩეულად საყურადღებოა მე-13-საუკუნის ერთ-ერთი დიდი ევროპელი ინტელექტუალის, მათემატიკოსის, ფიზიკოსისა და გამომგონებლის - ოლივერ პადერბონელის ვიზიტი ანტიოქიის შავი მთის ქართველთა მონასტრის დიდ ბიბლიოთეკაში
სანამ უშუალოდ ამ საკითხზე გადავალთ, მოკლედ შევეხოთ მის ბიოგრაფიას.
ოლივერი შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული და ინტელექტუალური ფიგურაა, რომელსაც სხვადასხვა დისციპლინებში საფუძვლიანი განათლება ჰქონდა მიღებული, ეს მრავალმხრივი ნიჭის კაცი იყო თავისი დროის მათემატიკოსი, ფიზიკოსი და გამომგონებელიც, სწავლის დასრულების შემდეგ გახდა პადერბონის მოძღვარი. 1213 წლიდან იწყებს ქადაგებას ჯვაროსნული ლაშქრობების მოსაწყობად და ავლენს შესანიშნავი ორგანიზატორის უნარებს. 1219-წელს დამიეტას აღება, რასაც მაშინათვე დიდი აღფრთოვანებით გამოეხმაურნენ ქართველები, დიდწილად სწორედ ოლივერის გამოგონების დამსახურება იყო, რომელმაც ქალაქის ასაღები რამდენიმე ახალი მანქანა შექმნა.
,,ურჯულოთა" წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობების ეს მგზნებარე მქადაგებელი სულთან ალ კამილს ტყვედ ჩაუვარდა, რომელიც მის მიმართ ტყვეობაში დიდ ადამიანობას იჩენდა, ბოლოს კი, სულთანმა საერთოდაც გაათავისუფლა იგი. მადლიერებით აღსავსე ოლივერს ამ გამოცდილებამ უბიძგა გადაეხედა მისი დამოკიდებულება ისლამთან, შედეგად, შუა საუკუნეების ევროპის კვალობაზე ამ დიდმა ქრისტიანმა ინტელექტუალმა რევოლუციური დასკვნა გააკეთა: ქრისტიანებს და მუსლიმებს სინამდვილეში ძალიან ცოტა რამ ჰყოფთ ერთმანეთისგან, ისლამიც ღვთის გამოცხადებაა, ისევე როგორც იუდაიზმი, მაგრამ, არა აბსოლუტური.
სწორედ ეს დიდი ევროპელი ინტელექტუალი - მათემატიკოსი, ფიზიკოსი, გამომგონებელი და იდეოლოგი ეწვია შუა საუკუნეების ქართული კულტურის უდიდეს კერას - შავი მთის ქართულ მონასტერს, სადაც, როგორც თვითონ წერს, საგულდაგულოდ გადახედა მის ბიბლიოთეკას. (The Capture of Damietta, Cardinal Oliver (Of Paderborn), University of Pennsylvania Press, 1948, Chapter 63, გვ. 78).
მეტად საინტერესოა, რომ შუა საუკუნეების ამ გამორჩეული ევროპელი მოაზროვნისა და გამომგონებლის ინტელექტუალური სამყაროს გამდიდრებაში გარკვეული როლი შეასრულა ქართველთა მონასტრის მდიდარმა ბიბლიოთეკამაც.

ათონის მთისა და ანტიოქიის გარდა ქართველთა და დას. ევროპელთა კულტურული თანამშრომლობის ადგილი იყო იერუსალემის ჯვრის ქართველთა მონასტერი, რომლის საშუალებითაც ქართული ფერწერული ტრადიცია დასავლეთ ევროპული იკონოგრაფიის ტენდენციებს დაუახლოვდა, ყველაფერი ეს უკვე ცოტა არ არის, მაგრამ კიდევ უფრო გაღრმავებული კვლევა, ბევრად მეტს დაგვანახებდა.

მიყევი ბმულს - ბექა ჭიჭინაძე

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის