USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ბექა ჭიჭინაძე - ბოლოჯერ, აფხაზეთის ეკლესიაზე. აფხაზეთის კათალიკოსები მიიჩნეოდნენ ანდრიას ტახტზე მსხდომებად
თარიღი:  2385
სამი ყველაზე სანდო და ინფორმირებული ავტორი: იოანე სულთანიელი, დოსითეოს იერუსალემელი და მაქსიმე კათალიკოსი (აბაშიძე) - ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო.
 
1.იოანე სულთანიელის ცნობას წინათ ცალკე პოსტი დავუთმე, მე-14 საუკუნის ბოლოს მან იმოგზაურა კავკასიაში და მიკიბმოკიბვის გარეშე განაცხადა, რომ აფხაზებს აქვთ თავიანთი ეთნოსპეციფიკა და ენა, ისევე როგორც მეგრელებს. დაწვრილებით ამაზე იხ. ბმული კომენტარში
 
2. იერუსალემის პატრიარქი დოსითეოსი თავად იმყოფებოდა აფხაზეთში (მე-17-ს.), მან შეისწავლა აფხაზეთის ისტორიის ბერძნული წყაროები, ათარგმნინა ქართული მასალებიც, მოკლედ, საგანგებო მოკვლევა ჩაატარა, და მას არც კი უხსენებია აფხაზთა მოსულობის თეორია:
 
,,რამდენადაც აფხაზებზე ქვემო იბერიის მეფეები მეფობდნენ, მათთან დიდი ხანი შენარჩუნდა კათოლიკე (მართლმადიდებელი) რწმენა, და როდესაც იბერებს (ქვემო იბერებს, ანუ დას. ქართველებს) სურდათ მირონის კურთხევა, ისინი ამას მხოლოდ აფხაზეთში აკეთებდნენ. როდესაც აფხაზებთან კარგ ურთიერთობებში არიან, მათგან მძევლებს იღებენ, რის შემდეგაც მოდიან და წმინდა მირონს ამზადებენ... ლევან დადიანმა ორმოცი ათასი კვართი ჩამოარიგა და მონათლა ორმოცი ათასი აფხაზი და მისცა მათ ეპისკოპოსი".
 
ცნობა თითქოს დამაბნეველია, ერთის მხრივ: აფხაზები ძველი დროიდანვე ინახავენ ჭეშმარიტ რწმენას, ქართველ მეფეთა წყალობით, მეორე მხრივ კი ლევანის დროს ისინი თითქოს მოუნათლავები არიან, ამის მერე, ბუნებრივია ისიც რომ ისინი არც მირონის ხარშვის უმაღლეს და საპატიო კულტურას ფლობენ, მის მოსამზადებლად ბიჭვინთაში იბერები მოდიან. ჩანს, ამაზე წერენ ქართული წყაროები: აფხაზთა გარყვნეს სჯული და კათალილოზობაო.
 
მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, აქ საუბარია თვითწახდენაზე, უფრო მარტივად, საკუთარი ქრისტიანული კულტურის დეგრადაციაზე, რაც სხვადასხვა დროს ბევრ ძველ ქრისტიან ხალხს დამართნია და აფხაზებზე არანაკლებადაც.
 
აფხაზთა სარწმუნოებრივი კეთილწესიერების გარანტი დოსითეოსის მიხედვით დას. საქართველოს (ქუთაისში) მეფეები იყვნენ, რომელთა დაკნინების შემდეგაც აფხაზეთში ისლამმა იმძლავრა და ლევან დადიანს მათი დიდი ნაწილის ხელახლა მონათვლა მოუწია, რაც ცხადია უფრო პოლიტიკური კონოტაციის მატარებელი იყო, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, დოსითეოსისთვის სრულიად უცხოა აფხაზთა მოსულობის თეორია, რაც უდავოდ ყურადსაღებია.
 
3. აფხაზეთის ბოლო კათალიკოსის, მაქსიმე აბაშიძის ანდერძი, რომელიც უშუალოდ ეხება აფსუა/აფხაზებს, ყველაზე ანგარიშგასაწევი წყარო მგონია. კათალიკოსს ბიჭვინთაში არ ჩაესვლებოდა, იგი თავის მემკვიდრე აფხაზეთის კათალიკოსებს ასეთ ანდერძს უბარებს:
,,უმეტესი ღვაწლი თქვენი იყავნ აფხაზეთის მოქცევისა და ბიჭვინთის ეკლესიის განახლებისათვის, ახლავ უნდა მიტანება, დრო გაქვთ, თქვენ ვიცი, შეგესვლებათ და კიდეც კეთილად მიგიღებენ [აფხაზები], და ამის ძლით იქნებით ჭეშმარიტი პირველწოდებულისა დიდებულისა მოციქულისა ანდრიას მოსაყდრე".
 
მარტივი ლოგიკაა, აფხაზეთის კათალიკოსები მიიჩნეოდნენ ანდრიას ტახტზე მსხდომებად, მოსაყდრეებად, რადგანაც აფხაზეთში გარდამოცემით ანდრიამ იქადაგა.
 
იმისთვის რომ აფხაზეთის კათალიკოსი დარჩეს ანდრიას მოსაყდრე, საჭიროა აფხაზების მოქცევა, შემდეგ ბიჭვინთის კათედრის განახლებაც, მაგრამ პირველხარისხოვანი გამუსლიმებული აფხაზების მოქცევაა.
 
აფხაზეთის კათალიკოსი ვერ იქნება ანდრია მოციქულის მოსაყდრე, თუკი აფსუა აფხაზები მის სამწყსოში არ შედიან ! აფხაზები რომ მთიდან ჩამოსახლებული უცხოელი წარმართები იყვნენ, მაშინ აფხაზეთის ბოლო კათალიკოსი მათ ანდრია მოციქულთან არ დააკავშირებდა !
ამდენად, შეიძლება აფხაზები ,,ყოვლად მიდრეკილ იყუნეს ქრისტეანობისაგან", ,,გაერყვნათ კათალიკოზობა", მაგრამ მაინც რჩებიან აფხაზეთის ეკლესიის ქვაკუთხედად, ურომლისოდაც აფხაზეთის ეკლესიის ქართველი კათალიკოსები - აბაშიძეები, ჩხეიძეები, საყვარელიძეები თუ ნემსაძეები, ანდრია მოციქულის ჭეშმარიტი მემკვიდრეები ვერ იქნებიან მის კათედრაზე.
 
გამუსლიმებულ აფხაზებს კარგად ახსოვთ თავიანთი დიდი ქრისტიანული წარსული, ამიტომ უბარებს მემკვიდრეებს ანდერძად მაქსიმე, ვიცი, შეგესვლებათ და აფხაზები კიდეც კეთილად მიგიღებენო.
მიყევით ბმულს - ბექა ჭიჭინაძე
საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის