USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
ბექა ჭიჭინაძე - ახალი ცნობა დავით აღმაშენებელზე
дата:  

დავით აღმაშენებლის შესახებ ჩემგან მოძიებულ უცნობ წყაროებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მე-13-საუკუნის დიდი ევროპელი ინტელექტუალის, მათემატიკოსის, ფიზიკოსისა და გამომგონებლის - ოლივერ სქოლასტიკოსის ცნობა.

ამ ავტორს საოცარი ბიოგრაფია აქვს, რომელშიც ქართვულ სამყაროსაც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა.

ახალგაზრდა და ქარიზმატულმა ოლივერმა სხვადასხვა დისციპლინებში საფუძვლიანი განათლება მიიღო, ეს მრავალმხრივი ნიჭის კაცი იყო თავისი დროის მათემატიკოსი, ფიზიკოსი და გამომგონებელიც, სწავლის დასრულების შემდეგ გახდა პადერბონის მოძღვარი.
ოლივერი მოშურნე ქრისტიანი იყო და ,,მუსლიმთა ამოძირკვაზე" ოცნებობდა.
1213 წლიდან იწყებს ქადაგებას ჯვაროსნული ლაშქრობების მოსაწყობად და ავლენს შესანიშნავი ორგანიზატორის უნარებს. 1219-წელს დამიეტას აღება, რასაც მაშინათვე დიდი აღფრთოვანებით გამოეხმაურნენ ქართველები, დიდწილად სწორედ ოლივერის გამოგონების დამსახურება იყო, რომელმაც ქალაქის ასაღები რამდენიმე ახალი მანქანა შექმნა.
ბედიის დაცინვით, ,,ურჯულოთა" წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობების ეს მგზნებარე მქადაგებელი და სულისჩამდგმელი სულთან ალ კამილს ტყვედ ჩაუვარდა, რომელიც მის მიმართ ტყვეობაში დიდ ადამიანობას იჩენდა, სულთანს და ოლივერს საინტერესო თეოლოგიური და ფილოსოფიური დიალოგები ჰქონდათ, ისინი დამეგობრებნენ, ბოლოს კი, სულთანმა საერთოდაც გაათავისუფლა იგი. მადლიერებით აღსავსე ოლივერს ამ გამოცდილებამ უბიძგა გადაეხედა მისი დამოკიდებულება ისლამთან, შედეგად, შუა საუკუნეების ევროპის კვალობაზე ამ დიდმა ქრისტიანმა ინტელექტუალმა რევოლუციური დასკვნა გააკეთა: ქრისტიანებს და მუსლიმებს სინამდვილეში ძალიან ცოტა რამ ჰყოფთ ერთმანეთისგან, ისლამიც ღვთის გამოცხადებაა, ისევე როგორც იუდაიზმი, მაგრამ, არა აბსოლუტური.
სწორედ ეს დიდი ევროპელი ინტელექტუალი - მათემატიკოსი, ფიზიკოსი, გამომგონებელი და იდეოლოგი ეწვია შუა საუკუნეების ქართული კულტურის უდიდეს კერას - შავი მთის ქართულ მონასტერს, სადაც, როგორც თვითონ წერს, საგულდაგულოდ გადახედა მის ბიბლიოთეკას. ოლივერი სიმპატიით განეწყო ქართველი ბერებისა და მხედრების მიმართ.
მეტად საინტერესოა, რომ შუა საუკუნეების ამ გამორჩეული ევროპელი მოაზროვნისა და გამომგონებლის ინტელექტუალური სამყაროს გამდიდრებაში გარკვეული როლი შეასრულა ქართველთა მონასტრის მდიდარმა ბიბლიოთეკამაც.
ოლივერის ცნობა დავით აღმაშენებელზე:
,,[ეგვიპტის სულთანმა] თათბირისას უბრძანა მათ (თავის სარდლებს,
ბ. ჭ.) შეეწყვიტათ ყველანაირი სამხედრო მოქმედება ჩვენს (ჯვაროსნების, ბ.ჭ.) წინააღმდეგ, მისი ძმები, განსაკუთრებით კი ემესის მთავარი, განცხადებული მტერი ქრისტიანებისა, ცდილობდნენ, შემოებრუნებინათ იგი, ისინი მას ეუბნებოდნენ, რომ წყლით გარემოცულ ფრანგებს (ჯვაროსნებს, ბ.ჭ.) აღარ შეეძლოთ გაქცევა, მაგრამ სახიერმა და წინდახედულმა სულთანმა, მშვიდობისმოყვარემ და არა სისხლისღვრის მოსურნემ, თავის ძმებთან და სასახლის დიდებულებთან განბჭო და წარმოუსახა მათ თვალწინ მაგალითი
სპარსეთის სულთნისა, რომელსაც, თავისი წარმატებებით მეტად გადიდგულებულს, ჰქონდა სურვილი, თავად დაენიშნა კაიროს მეფეც და ასევე სხვა მმართველები აზიაში, და რომელიც ბოლოს დამარცხებულ იქნა დავით მეფისაგან, საქართველოს უფლისაგან, და რომელმაც (სულთანმა) დაკარგა თავის სამფლობელო“. (ამ მაგალითის გათვალისწინებით, ოლივერის მიხედვით, ეგვიპტელებმა ჯვაროსნებთან მოლაპარაკებები დაიწყეს).
მიყევით ბმულს - ბექა ჭიჭინაძე
 
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати