USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ბექა ჭიჭინაძე - XV საუკუნეში გენუის რესპუბლიკამ საქართველოს მეფე ალექსანდრე დიდი ,,დაასანქცირა"
Date:  2501
1430 -იან წლებში გენუის რესპუბლიკამ საქართველოს მეფე ალექსანდრე დიდი ,,დაასანქცირა".
 
გამაოგნებელი ისტორიაა.
 
გენუის რესპუბლიკის დოჟმა - ლუდოვიკო დი კამპროფეგოსომ და უხუცესებმა მიიღეს ორი გენუელი ვაჭრის, ძმების - ბატისტა და გიულიანო დონატოების საჩივარი ქართველთა მეფეზე.
 
არისტოკრატი დონატოების საგვარეულო განთქმული იყო საზღვაო ვაჭრობით, ცნობილია, რომ ისინი ნაოსნობდნენ კაფადან ქიოსამდე და საფრანგეთამდეც კი. გენუაში დონატოები უხუცესთა საბჭოში ირიცხებოდნენ, საკუთრივ კაფაშიც მათ ხელმძღვანელი პოსტები ეჭირათ.
დოჟისთვის გაგზავნილი საჩივარი იუწყებოდა, რომ მელქიონ დონატოს ქონება ალექსანდრე ქართველთა მეფის ქვეშევრდომებმა დაიტაცეს, ალექსანდრემ დაზარალებულებს ქონება არ აუნაზღაურა და თავადაც მიიღო წილი, 1435-1437 წლებში კაფას კონსულებმა საპასუხოდ ალექსანდრე მეფის ვაჭრების სავაჭრო უფლებები შეზღუდეს დაზარალებული გენუელი ძმების სასარგებლოდ. გადაწყვეტილება დაამტკიცა ოფიციალურმა გენუამ, რომელსაც მაშინ მილანის ჰერცოგის კომისარი ფრანსუა ბარბავარა წარმოადგენდა.
 
ამ პერიოდში გენუელთა ფაქტორიას კაფაზე ურთიერთობი ეძაბება ვენეციელებთან და ყირიმელ თათრებთან, ასეთ პირობებში ძალიან საშიში იყო კაფაში მრავლად მყოფი ქართველი ვაჭრების უკმაყოფილება, ამიტომაც კაფას კონსულმა ბატისტა ფორნარიომ ქართველი ვაჭრების სასჯელი შეამსუბუქა და მათ საქონლის გადასახადები დაუწესა, გადაწყვეტილება დოჟმა დაამტკიცა, მაგრამ მელქიონ დონატო ამ დროს უკვე მკვდარი იყო, ქართველთაგან მოკრებილი გადასახადები ის ის იყო მის სახელზე უნდა გაცემულიყო ზარალის ასანაზღაურებლად, მაგრამ ამ დროს კაფაში გამოჩნდნენ მოწმეები, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ დონატოს სიცოცხლეში უკვე მიღებული ჰქონდა კომპენსაცია ალექსანდრე მეფისაგან, ამგვარად, კაფას კონსული იძულებული გახდა შეეწყვიტა გადასახადების მოკრება, თუმცა თავად დონატოები მიიჩნევდნენ, რომ ეს ცრუმოწმობა იყო.
 
ქართველი ვაჭრების სანქცირებას ალექსანდრე მეფე მშვიდად არ შეხვედრია და თავის მოკავშირის - ტრაპიზონის იმპერატორ - იოანე მეოთხე კომნენოსის ფლოტილიის დახმარებით დაატყვევა ბათუმის ნავსადგურში შემოსული გენუური ხომალდი, რომელიც მერვალდო სპინოლას ეკუთვნოდა.
 
საგულისხმოა, რომ მე-15 საუკუნის 60-70 წლებშიც გენუელი ვაჭრები მძაფრად უპირისპირდებიან ქართველ ვაჭრებს, ყველაფერ აქედან კარგად ჩანს, რომ ქართველი ვაჭრები მათთვის კონკურენტები იყვნენ და საკმარისად ძლიერი კონკურენტებიც.
ქართველები ტრაპიზონელ კომნენოსთა ტრადიციული მოკავშირეები იყვნენ გენუელთა წინააღმდეგ ბრძოლაში, ზემოთ ვახსენეთ ტრაპიზონის ფლოტილიის მიერ ბათუმში გენუური ხომალდის დატყვევება, სხვა შემთხვევებში ტრაპიზონის იმპერატორები გენუელთა წინააღმდეგ ბრძოლებში ქართველებს ეყრდნობოდნენ.
 
,,Éliede la Primaudaie" ყვება:
გენუელები ბიზანტიის იმპერიაში თითქმის განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობდნენ. ზოგ შემთხვევაში მათი თავხედობა იქამდეც კი მიდიოდა, რომ გარკვეულ მონაკვეთებში ისინი ბიზანტიელებს თავიანთ სამშობლოში ნაოსნობისა და თევზაობის უფლებასაც არ აძლევდნენ. ისინი აკონტროლებდნენ ბოსფორის გასასვლელსაც, საიდანაც 300 000 ფლორინს იღებდნენ შემოსავლად. ტრაპიზონის იმპერიაში მათ მსგავსი პრივილეგიები არ ჰქონიათ. გენუელმა ვაჭრებმა ტრაპიზონის იმპერატორს მოსთხოვეს იგივე პრივილეგიები, რითაც ისინი იმ ტერიტორიებზე სარგებლობდნენ, სადაც კონსტანტინეპოლის იმპერატორის იურისდიქცია ვრცელდებოდა, მაგრამ იმპერატორმა უპასუხა, რომ პირობები მათთვის არ შეიცვლებოდა, თუ ეს მათთვის მიუღებელი იყო, შეეძლოთ კონსტანტინეპოლში წასულიყვნენ, მაგრამ წასვლამდე ვაჭრებისთვის დაწესებული გადასახადი უნდა გადაეხადათ.
 
იტალიელები ბერძნებისგან ასეთ პასუხს არ იყვნენ მიჩვეული. ბაჟის გადახდაზე მათ უარი განაცხადეს, პორტში თავიანთი საქონელი მოაგროვეს და ქალაქიდან წასვლას აპირებდნენ, გასათვალისწინებელია, რომ მათ ყველგან თავიანთი მცველი რაზმები ახლდნენ. იმპერატორმა მათ კიდევ ერთხელ მოუწოდა პატივი ეცათ მისი ხელისუფლებისთვის, მაგრამ თავიანთი რაზმებით გადიდგულებულმა გენუელებმა იმპერატორის ბრძანებას დასცინეს,მათ ისიც კი სცადეს, რომ ქალაქი დაეწვათ... საშინელმა ხანძარმა ბევრი ნაგებობა, მათ შორის არსენალის საცავიც იმსხვერპლა.
 
საბოლოოდ, ქართველებმა გენუელები დაამარცხეს და არცერთ მათგანს გაქცევის საშუალება არ მისცეს. შეპყრობილმა გენუელებმა პატიება ითხოვეს და გადასახადების გადახდაზე თანხმობა განაცხადეს. წყაროთა აღწერით, ეს ქართველები (იბერები) ცუდად შეიარაღებულები და მცირერიცხოვნები ყოფილან, მაგრამ ამავდროს ,,ჭეშმარიტი გმირები და საზარელი ლომები იყვნენ, რომელთაც მსხვერპლი ვერასოდეს გაურბოდათ."
 
მიყევით ბმულს - ბექა ჭიჭინაძე
tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way