USD 2.7117
EUR 3.1385
RUB 3.3416
Тбилиси
ბენზინსა და დიზელზე, იანვრის თვეში - ფასების ზრდა ფიქსირდება, ხოლო თებერვალ- მარტის თვეში - ფასების კლება
дата:  271

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA,) საავტომობილო საწვავის ბაზარზე მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, 2025 წლის პირველი კვარტლის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, ბენზინსა და დიზელზე, იანვრის თვეში - ფასების ზრდა ფიქსირდება, ხოლო თებერვალ- მარტის თვეში - ფასების კლება.

ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

„იანვრის თვეში, საცალო ფასის ზრდა, ძირითად შემთხვევებში, განპირობებული იყო გაზრდილი თვითღირებულებით. კერძოდ, კომპანიების დონეზე, საცალო ფასის ზრდამ, საშუალოდ, 5-10 თეთრი შეადგინა, ხოლო იმპორტირებული/შიდა ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულება, ასევე რიგი კომპანიების შემთხვევაში - 3-10 თეთრით გაიზარდა.

იანვრის თვეში, თვითღირებულების ზრდის ფაქტორი, ყველა კომპანიის შემთხვევაში, რელევანტური არ არის. შესაბამისად, ფასის ზრდა ყველა კომპანიის მიერ, მეტწილად, განპირობებული იყო ფასების პარალელიზმით, რაც განსახილველ ბაზარს ისტორიულად ახასიათებს.

ფასის შემცირება, თებერვალ-მარტის თვეში, განპირობებული იყო, რიგი კომპანიების შემთხვევაში, იმპორტირებული/შიდა ბაზარზე შეძენილი საწვავის ღირებულების შემცირებით. ამ მიმართულებითაც არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული კომპანიების კონკრეტული მარკის საწვავზე თვითღირებულება არ შემცირებულა, თუმცა ყველა კომპანიის მიერ ფასი შემცირდა, პრაქტიკულად, ერთ პერიოდში. კერძოდ, 1 თებერვლიდან 1 აპრილამდე პერიოდში ბენზინზე ფასი მსხვილი კომპანიების სეგმენტში 7-10 თეთრით, დიზელზე 8-10 თეთრით, მცირე კომპანიების სეგმენტში ბენზინზე 15-20 თეთრით, დიზელზე 30-40 თეთრით არის შემცირებული.

მსხვილ და მცირე ქსელებს შორის ერთი და იგივე ტიპის საწვავზე ფასთა შორის სხვაობა შეადგენს - ბენზინ რეგულარზე 24-44 თეთრს, ბენზინ პრემიუმზე 19-33 თეთრს, დიზელზე კი 29-46 თეთრს.

ნედლი ნავთობის ფასი, 2025 წლის აპრილის თვეში, დამატებით 8-10%-ით შემცირდა და შემცირების ტრენდს ინარჩუნებს. ეროვნული ვალუტის სტაბილურობის და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის / პლატსის ფასის შემცირების ტრენდის შენარჩუნების პირობებში, საცალო ფასები ქვეყანაში მოკლევადიან ჭრილში (მაისში) უნდა შემცირდეს.

2024 წელს, ქვეყანაში 1 668 280 000 ლიტრი საწვავის იმპორტი განხორციელდა 47 კომპანიის მიერ. 3 მსხვილი იმპორტიორის წილი ბაზრის იმპორტის დონეზე 44%-ის, 5 მსხვილი იმპორტიორის წილი კი 62%-ის ფარგლებშია. ბაზრის იმპორტის დონე დაბალ კონცენტრირებულია. ამავე პერიოდში, საცალო ბაზარზე 1238 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 383 კომპანია ახორციელებდა. 5 მსხვილი კომპანიის წილი შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე 66-67%-ის ფარგლებშია, ხოლო მცირე ქსელების სეგმენტის ჯამური წილი 33-34% შეადგენს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

общество
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати