USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
ბენიამინ ნეთანიჰუ: ირანზე თავდასხმა ზუსტი და ძლიერი იყო და ყველა სამიზნეს მიაღწია
თარიღი:  485

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ირანის თავდაცვის უნარიანობასა და რაკეტების წარმოებას. მისი თქმით, ისრაელის საპასუხო დარტყმა ირანის მთელს ტერიტორიაზე განხორციელდა და ყველა სამიზნე წარმატებით განადგურდა.

„შაბათს, დილის საათებში შევასრულეთ ჩვენი დაპირება. საჰაერო ძალებმა ირანზე იერიში მიიტანეს. ირანზე თავდასხმა ზუსტი და ძლიერი იყო და ყველა სამიზნეს მიაღწია. „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“, რომლებიც წლების განმავლობაში ემზადებოდნენ ისრაელის წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად, აღარ არიან ეფექტიანი იარაღი ირანის მარიონეტულ არენაზე“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელმა ირანზე ავიაიერიში 26 ოქტომბრის ღამე განახორციელა. ისრაელში აცხადებენ, რომ ეს იყო პასუხი თეირანის მხრიდან „თვეების განმავლობაში უწყვეტ შეტევებზე“.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის