ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამიმ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა.
SKY-ის ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეს განცხადება თეთრ სახლში გამართულ ვახშამზე გააკეთა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს ნომინაციის წერილი წასაკითხად გადასცა.
„სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, დონალდ ტრამპი მშვიდობას ამყარებს ქვეყნიდან ქვეყანაში და რეგიონიდან რეგიონში“, - განაცხადა ისრაელის ლიდერმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.
პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.