USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს შეხვდა
თარიღი:  

ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს შეხვდა. „ისრაელს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს და იმას, თუ როგორ აკეთებს ამას, მნიშვნელობა აქვს. ის, რაც ღაზაში ბოლო ცხრა თვის განმავლობაში მოხდა, გამანადგურებელია. როგორც ახლა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ვუთხარი, ამ შეთანხმების მიღწევის დრო დადგა. ასე რომ, ყველას, ვინც ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს და მშვიდობისკენ ისწრაფვის, გხედავთ და გისმენთ“, - განაცხადა კამალა ჰარისმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა „გულწრფელი და კონსტრუქციული“ იყო და აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღაზიდან ამერიკელი მძევლების სახლში დასაბრუნებლად მუშაობს.

„მოდით, ტერორიზმი და ძალადობა ყველამ დავგმოთ. ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა თავიდან ავიცილოთ. დავგმოთ ანტისემიტიზმი, ისლამოფობია და ყველა სახის სიძულვილი. მოდით, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის ვიმუშაოთ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის