ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს შეხვდა. „ისრაელს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს და იმას, თუ როგორ აკეთებს ამას, მნიშვნელობა აქვს. ის, რაც ღაზაში ბოლო ცხრა თვის განმავლობაში მოხდა, გამანადგურებელია. როგორც ახლა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ვუთხარი, ამ შეთანხმების მიღწევის დრო დადგა. ასე რომ, ყველას, ვინც ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს და მშვიდობისკენ ისწრაფვის, გხედავთ და გისმენთ“, - განაცხადა კამალა ჰარისმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა „გულწრფელი და კონსტრუქციული“ იყო და აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღაზიდან ამერიკელი მძევლების სახლში დასაბრუნებლად მუშაობს.
„მოდით, ტერორიზმი და ძალადობა ყველამ დავგმოთ. ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა თავიდან ავიცილოთ. დავგმოთ ანტისემიტიზმი, ისლამოფობია და ყველა სახის სიძულვილი. მოდით, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის ვიმუშაოთ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/