USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ბენიამინ ნეთანიაჰუ: „ჰამასის“ ბარბაროსობა ემუქრება მსოფლიოს - „ჰამასი“ უნდა განადგურდეს
თარიღი:  491

7 ოქტომბრის „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე იყო „ჰოლოკოსტის“ შემდეგ ანტისემიტური ძალადობის ყველაზე საშინელი აქტი. ისევე, როგორც ანა ფრანკი, ისრაელელი ბავშვები ემალებოდნენ ამ მონსტრებს სხვენში, ისინი იპოვეს და დახოცეს, როგორც ბაბი-იარში.

„ჰამასმა“ დახოცა, თავები მოკვეთა, ცოცხლად დაწვა ბავშვები, გააუპატიურა, გაიტაცა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, მოხუცები და „ჰოლოკოსტს“ გადარჩენილები. ეს არის ომი ბარბაროსობასა და ცივილიზაციას შორის. „ჰამასის“ ბარბაროსობა ემუქრება არა მხოლოდ ისრაელს, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთს, ევროპასა და მსოფლიოს. ფრანგი ხალხისთვის კარგად არის ცნობილი, რა არის ტერორიზმი, ეს მოხდა ნიცაში, ლიონში, პარიზში, თქვენ უარი თქვით ამ საფრთხესთან შეგუებაზე. ისრაელელი ხალხი უარს ამბობს, შეეგუოს იმას, რომ ჰყავდეს „ისლამური სახელმწიფოს“ ანკლავი თავის საზღვართან. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გავანადგუროთ „ჰამასი“ ღაზაში, მოვახდინოთ მისი პოლიტიკური სტრუქტურების ლიკვიდაცია, გავათავისუფლოთ ჩვენი მძევლები და ასევე მოვარიდოთ საფრთხეს პალესტინელი ხალხი. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, ისრაელელი ხალხი თავიდან ააშენებს საკუთარ დასახლებებს, ხოლო ღაზის მოსახლეობა აღარ იცხოვრებს „ჰამასის“ ტირანიის ქვეშ, თუმცა ამისთვის საჭიროა ერთი რამ - „ჰამასი“ უნდა იყოს განადგურებული“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია ისრაელის მხარდაჭერაში.

„როგორც მეორე მსოფლიო ომში, როდესაც ფრანგებმა მხარი დაუჭირეს ანტინაცისტურ წინააღმდეგობას, დღეს საერთაშორისო საზოგადოება ერთიანდება ისრაელის მხარდასაჭერად. „ჰამასის“ ბარბაროსობა ემუქრება ებრაელებს, ის ემუქრება ახლო აღმოსავლეთს, ევროპას, მსოფლიოს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ღაზა „ისლამური სახელმწიფოს ანკლავია“.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავანადგუროთ „ჰამასი“ ღაზაში. ჩვენ მოვშლით მის ტერორის მანქანას, მოვშლით მის პოლიტიკურ სტრუქტურას. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხისგან დავიცვათ. „ჰამასი“ უნდა განადგურდეს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

 

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის