USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ბენიამინ ნეთანიაჰუ - რთულ ომში ვართ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს განადგურებას ცდილობს, ეს არ მოხდება - ღმერთის წყალობით ერთად გავიმარჯვებთ
თარიღი:  413

რთულ ომში ვართ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს განადგურებას ცდილობს, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ერთად ვიდგებით. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

ნეთანიაჰუმ ლიბანში ისრაელის გარდაცვლილი რვა სამხედრო მოსამსახურის ოჯახებს მიუსამძიმრა.

“რთულ ომში ვართ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს განადგურებას ცდილობს. ეს არ მოხდება - რადგან ერთად ვიდგებით, და ღმერთის წყალობით - ერთად გავიმარჯვებთ.

სამხრეთში ჩვენს გატაცებულ პირებს დავაბრუნებთ, ჩვენს მაცხოვრებლებს დავაბრუნებთ ჩრდილოეთში, გარანტირებულს გავხდით ისრაელის მარადისობის,” - წერს ნეთანიაჰუ.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის