USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ის, რაც დღეს მოხდა, არასოდეს მომხდარა ისრაელში. ძლიერად ვიძიებთ შურს ამ შავი დღისთვის
дата:  962

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ჰამასის შესაძლებლობების გასანადგურებლად შეიარაღებული ძალების მთელ ძალას გამოიყენებს.

მისი თქმით, „ჰამასმა“ დაიწყო სასტიკი და ბოროტი ომი, რომლის სამიზნე უდანაშაულო ახალგაზრდები და მოხუცები არიან.

„გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი მძიმე იქნება. „ჰამასს“ სურს ჩვენი ყველას დახოცვა. ის, რაც დღეს მოხდა, არასოდეს მინახავს ისრაელში და უზრუნველვყოფ, რომ აღარასოდეს განმეორდეს. ისრაელის თავდაცვის ძალები მთელ თავის ძალას გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ისრაელი „ჰამასს“ ყველგან დაარტყამს და შურს იძიებს იმისთვის, რაც ახლა ხდება.

„მოვუწოდებ ღაზას მაცხოვრებლებს, ახლავე გაეცალონ, რადგან ჩვენ ვიმოქმედებთ ყველგან მთელი ძალით. ისრაელი მიაღწევს ყველგან, სადაც "ჰამასი" იმალება. ის, რაც დღეს მოხდა, არასოდეს მომხდარა ისრაელში. ძლიერად ვიძიებთ შურს ამ შავი დღისთვის“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати