USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ღაზაში დარტყმები მხოლოდ დასაწყისია - ეს ომი გვაიძულა საზიზღარმა მტერმა, მხეცებმა
Date:  531

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ისრაელი ომშია საკუთარი არსებობის დასაცავად და რომ სისასტიკე, რომელსაც „ჰამასი“ ახორციელებს, ISIS-ის შემდეგ არ უნახავთ.

„ეს არის ომი ჩვენი არსებობის დასაცავად, ომი, რომელშიც ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს ომი გვაიძულა საზიზღარმა მტერმა - მხეცებმა, რომლებიც ქალების, ბავშვებისა და მოხუცების მკვლელობებს ზეიმობენ. სიკვდილით დასჯილი ბავშვები, ზურგში დახვრეტილი ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რა არის „ჰამასი“. ახლა მთელმა მსოფლიომ იცის. „ჰამასი“ არის ISIS-ი. ჩვენ დავამარცხებთ ზუსტად ისე, როგორც განვითარებულმა სამყარომ დაამარცხა ISIS-ი“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ღაზაში საჰაერო თავდასხმები "მხოლოდ დასაწყისია", ამასთან ნეთანიაჰუს თქმით, "ყველაფერს გააკეთებენ ტყვედ მყოფი ისრაელელებისთვის".

მან ასევე მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, შექმნან ფართო კოალიციური მთავრობა.

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way