USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Тбилиси
ბენია ჩხიკვიშვილი „გურიის რესპუბლიკის“ პრეზიდენტი
дата:  2056

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხდომაზე მიღებულ იქნა განკარგულება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში დუმბაძის ქუჩაზე მდებარე უსახელო მოედნისათვის ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელის მინიჭების თაობაზე.

ინიციატივა პეტიციის სახით იქნა საკრებულოში წარმოდგენილი.

ბენიამინ ჩხიკვიშვილი, ბენია ჩხიკვიშვილი (დ. 1879, საყვავისტყე — გ. 1924, სუზდალი) — ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს. ბენია ჩხიკვიშვილი დაიბადა ჩოხატაურში, ღარიბი აზნაურის ოჯახში. დაამთავრა ჩოხატაურის ერთკლასიანი სასწავლებელი. სწავლა გააგრძელა ქუთაისის სამეურნეო სკოლაში. სწავლის დასრულების შემდეგ ჩხიკვიშვილს სურდა გურიაში დაბრუნება, მაგრამ მოსალოდნელი რეპრესიების გამო წავიდა ჭიათურაში. 1905 წელს დასახლდა გურიაში და გახდა იქ მიმდინარე რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. იყო ნასაკირალის ბრძოლის გამართვის წინააღმდეგი, რადგან მიაჩნდა ის უაზრო სისხლისღვრად, მაგრამ ბრძოლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უძღვებოდა ბრძოლას. გურიის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ იყო მისი მმართველი. ჰქონდა დიდი გავლენა. მის განკარგულებაში იყო საგანგებო მატარებელი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ბათუმიდან და სამტრედიიდან აგზავნინდნენ გურიაში. დადიოდა დაცვით, მისი თაოსნობით 1905 წელს დაშლილ იქნა ოზურგეთის საქალაქო საბჭო და მოწვეულ იქნა „გურიის დროებითი პარლამენტი“, რომლის თავმჯდომარის არჩევნებში ჩხიკვიშვილმა 970 ხმიდან მიიღო 958 ხმა.

მას უწოდებდნენ „გურიის პრეზიდენტს“ და „გურიის მეფესაც"\. რევოლუციის დამარცხების შემდეგ ჩხიკვიშვილი გურიიდან არ გაიქცა და აგრძელებდა არალეგალურ მუშაობას, რის გამოც მალევე დაიჭირეს. 1908 წელს ოდესაში გამართულ სასამართლო პროცესზე ბენია ჩხიკვიშვილს მიუსაჯეს ოთხი წელი კატორღა და სამუდამო გადასახლება ციმბირში, ირკუტსკში. 1912 წელს გაათავისუფლეს ციხიდან და 1917 წლამდე ცხოვრობდა ციმბირში გადასახლებულის სტატუსით, ატარებდა კერძო გაკვეთილებს, მუშაობდა აგრონომად კოოპერაციის ხაზით.

1919 წელს არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად და თბილისის ქალაქის თავად. 1920 წელს საქართველოს მიერ ბათუმის ოლქის შემოერთების შემდეგ დანიშნეს ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად. 1921 წლის თებერვალში რუსეთ- საქართველოს ომის დროს დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ- გუბერნატორად, ხოლო სურამის უღელტეხილზე უკანდახევის შემდეგ, 1921 წლის მარტში, დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჩხიკვიშვილი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად წავიდა ემიგრაციაში სტამბოლში, შემდეგ საფრანგეთში, მცირე ხნით იყო გერმანიაშიც. საფრანგეთში იყო ლევილ-სიურ-ორჟის, საქართველოს დევნილი მთავრობის ადგილსამყოფელი სოფლის მეპატრონე.

1924 წლის მაისში ჩხიკვიშვილი, მიუხედავად ფილტვების ავადმყოფობისა, დაბრუნდა საქართველოში რათა მონაწილეობა მიეღო 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყების გამო, 30 აგვისტოს გაიცა ბენია ჩხიკვიშვილის დახვრეტის ბრძანება. დახვრიტეს რუსეთის ტერიტორიაზე, სუზდალის იზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, გაურკვეველ სადგურზე. დასაფლავების ადგილი უცნობია.

Тбилиси
თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე, ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.

დაგეგმილ პროექტს, რომელსაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი. პირველ რიგში, საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი. მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მთის ტრასების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბურჭულაძე იმყოფებოდნენ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати