USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Тбилиси
ბელგიის მეფე ლეოპოლდ II - "კონგოელი ხალხის უღმერთო სულების გადამრჩენელი"
дата:  939

ბელგიის მეფე ლეოპოლდ II ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი და დაუნდობელი მმართველი, რომელმაც ნამდვილი გენოციდი მოუწყო კონგოელ ხალხს.
როგორც ამბობენ, მისი პასუხისმგებლობით, დაახლოებით, 10 მილიონი კონგოელი დაიღუპა ან დაასახიჩრეს.
ლეოპოლდ II მაშინ დაიბადა, როდესაც ბელგიის სამეფო ჯერ 5 წლის იყო. სამწუხაროდ, დედამისი, მარი ლუისი წარუმატებელი ქორწინების გამო ბრაზს თავის შვილზე ანთხევდა. ის დასცინოდა ლეოპოლდის დიდ ცხვირს, რომელსაც ფრინველის ნისკარტს ადრიდა და მას მახინჯს ეძახდა. როგორც ამბობენ, მშობლების სიყვარული მას პატარაობიდანვე აკლდა, შემდეგ კი მისი ერთადერთი საზრუნავი მატერიალური კეთილდღეობა და ამქვეყნიური დიდება გახდა.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებამდე მამამისს, ლეოპოლდ I-ს 50 მცდელობა ჰქონდა რომელიმე ქვეყნის დაპყრობისა და ბელგიის კოლონიად ქცევისა, თუმცა ამის გაკეთება ვერასდროს მოახერხა. ლეოპოლდ პირველს სჯეროდა, რომ აფრიკული ქვეყნების კოლონიზაციის გარეშე მისი ქვეყანა ვერასდროს გამდიდრდებოდა და მოიპოვებდა ძალაუფლებას.
ლეოპოლდ მეორემ მამამისის გზა გააგრძელა, თუმცა განსხვავება ის იყო, რომ მას ბელგიის სახელით არა ერის დაპყრობა, არამედ მთლიანი ქვეყანის მის პირად საკუთრებად ქცევა იყო. მიუხედავად ამისა, ლეოპოლდ მეორემ ძალიან კარგად იცოდა, რომ მას ამის უფლებას არავინ მისცემდა, ამიტომ მზაკვრულ გეგმას მიმართა. ლეოპოლდმა ყველა დაარწმუნა, რომ მის მთავარ მისიას კონგოში ქრისტიანობის გავრცელება და "კონგოელი ხალხის უღმერთო სულების გადარჩენა" წარმოადგენდა.


1884 წელს, 14 ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებთან, ბერლინის კონფერენციაზე ის ამტკიცებდა, რომ თავად დახარჯავდა ქონებას კონგოელი ხალხის კეთილდღეობისთვის.

როგორც ცნობილია, კონგოში იმ დროს, დიდი რაოდენობით მოიპოვედნენ კაუჩუკს. იმისთვის, რომ მოპოვება და მიწოდება გაეზარდა, ლეოპოლდმა თავისი დაქვემდებარებულების დახმარებით უსასტიკეს ხერხებს მიმართა კონგოელების დასამონებლად. ხშირად მათ სოფლებს ცეცხლს უკიდებდნენ, რათა ვერავინ გაქცეულიყო, ესროდნენ ან მძევლებად აჰყავდათ ადგილობრივი ქალები და მამაკაცებს ემუქრებოდნენ, რომ თუ ყოველი დღის ბოლოს ისინი 15 კილო კაუჩუკის მასალას არ მიიტანდნენ, მთლიან ოჯახს დაუხოცავდნენ.
სამწუხაროდ, ლეოპოლდ მეორე დარწმუნებული იყო იმაში, რომ თითოული კონგოელი მისი პირადი მონა, ხოლო მთლიანად კონგო კი მისი პირადი საკუთრება იყო და შესაბამისად, ის შეეძლო ეკეთებინა რაც მოუნდებოდა.
ლეოპოლდის ბრძანებით, ასევე, სოფლის აღებისას, არჩევდნენ ძლიერი შესახედაობის ახალგაზრდა მამაკაცებს და ძალით აწევრიანდებდნენ თავიანთ რიგებში. ასე იზრდებოდა სასტიკი მბრძანებლის რაზმი. აღსანიშნავია ისიც, რომ არმიის თითოული წევრი ვალდებული იყო, მოეკლა დაუმორჩილებელი კონგოელი ერთი ტყვიით. თუ რომელიმე მეორე ტყვიასაც დახარჯვდა, მას ან მოკლავდნენ ან ხელს მოაჭრიდნენ ტყვიის ტყუილად გამოყენებისთვის.
მანამ, სანამ კონგოში სრული ჯოჯოხეთი ხდებოდა, ევროპაში ყველას ეგონა, რომ ლეოპოლდ მეორე თავის მისიას მშვიდობიანად ახორციელებდა. ლეოპოლდ მეორემ მწერლები დაიქირავა, რომლებიც სტატიებს წერდნენ და ხოტბას ასხამდნენ მეფის "ქრისტიანულ მისიას", ისე რომ თავად კონგოში ნამყოფებიც არ იყვნენ. ადამიანები ისე აწერდნენ ხელს ლეოპოლდის არმიაში გაწევრიანებას, რომ სინამდვილეში წარმოდგენაც არ ჰქონდათ რისი გაკეთება მოუწევდათ.
მეტიც, არმიის წევრებს შთააგონებდნენ, რომ ფერადკანიანები არ იყვენენ ადამიანები, ამიტომ დანაშაულის გრძნობა არ უნდა ჰქონოდათ თუ რომელიმე კონგოელის მოკვლა მოუწევდათ. ზოგიერთს სჯეროდა, რომ რაც უფრო ბრუტალურად მოექცეოდნენ კონგოელებს, ისინი მით უფრო კარგად შეასრულებდნენ თავიანთ საქმეს.


კაუჩუკის ბაზარზე ლეოპოლდ მეორეს მონოპოლიის დაკარგვა არ სურდა, ამიტომ არავის აძლევდა უფლებას კონგოში ჩამოსულიყო და კაუჩუკი გაეტანა. მათ შორის არც არაბ ვაჭრებს.
მიუხედავად იმისა, რომ ლეოპოლდ მეორე თავისი ცოდვების დამალვას საგულდაგულოდ ცდილობდა, მაინც გამოჩნდნენ ისეთი ჟურნალისტები, რომლებმაც დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკიდან დაიწყეს კონგოში ჩასვლა და ყველაფრის აღწერა, რასაც ნახავდნენ. რამდენიმე მათგანმა დაიწყო საჯარო მხილება იმ განუკითხაობისა, რაც იმ დროს ხდებოდა კონგოში. ისინი საქვეყნოდ აცხადებნენ, რომ ლეოპოლდის ქმდებები იყო ყველაზე დიდი დანაშაული და კრიმინალი, რაც თუ ოდესმე მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში.
ლეოპოლდ მეორის მრისხანე პერიოდის დასრულების შემდეგ ბელგიელებს დიდი ხნის განმავლობაში სჯეროდათ, რომ მათი მეფე იყო დიდებული ადამიანი. მთავრობა მალავდა სიმართლეს, რადგან ლეოპოლდის დანაშაულის გამჟღავნება იქნებოდა არა მხოლოდ ბელგიელებისთვის იმედგაცრუება, არამედ ქვეყანის იმიჯის შელახვაც, რის გამოც თაობებს არასწორად ასწავლიდნენ ისტორიას მათი მეფის მოღვაწეობის შესახებ.

спорт
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати