USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ბელგიის ლუდის მწარმოებელთა განცხადებით, მათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი კრიზისი არ ჰქონიათ
თარიღი:  584

ბელგიის ლუდის მწარმოებელთა ფედერაცია მთავრობას რესტორნებისა და ბარების გახსნის მოთხოვნით მიმართავს. ფედერაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საჭიროა ხელისუფლებასთან კონკრეტულ გეგმაზე მუშაობის დაწყება და მეტი სიცხადეა აუცილებელი, თუ რას აპირებს ბელგიის ხელისუფლება.

ფედერაცია ლუდის 100 მწარმოებელ კომპანიას წარმოადგენს, სადაც აცხადებენ, რომ ბელგიაში ლუდის მწარმოებლებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი კრიზისი არ ჰქონიათ.

„მოდის გაზაფხული და ჩვენი სტუმრები ღია კაფეებსა თუ რესტორნებში ამჯობინებენ დასხდომას. მზად ვართ წესების დასაცავად, რაც გულისხმობს სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნვას, ვირუსის გავრცელების შესამცირებლად საჭირო ფიზიკური დისტანციის დაცვას და მაგიდების ირგვლივ დამცავი ფარების დამონტაჟებას.

თუ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრით, ყველა პარამეტრი სტაბილურია, მაშინ ვერ ვხედავთ მიზეზს, თუ რატომ უნდა იყო ყველა რესტორანი, ბარი და კაფე დაკეტილი“, - აცხადებს ფედერაციის პრეზიდენტი კრიშან მაუდგალი.

ბელგიაში ვირუსის გავრცელების შესამცირებლად არასრული ე.წ. ლოკდაუნი მოქმედებს. ბარები, რესტორნები და ღამის კლუბები პირველი ტალღის დროს დაიკეტა და ზაფხულში გაიხსნა.

ქვეყანაში მეორე ტალღის დაწყებისთანავე ხელისუფლებამ რესტორნებს მოუწოდა 22:00 საათამდე ემუშავათ და ოქტომბრიდან მათი ხელახლა დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ბელგიაში 20:00 -ის შემდეგ აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა. 

პირველ მარტამდე ბელგიას აკრძალული აქვს არააუცილებელი მგზავრობა. ტურიზმის მიზნით ბელგიიდან გასვლა და შემოსვლა აკრძალულია.

ბელგიას განსაკუთრებული შემთხვევების გარდა დაკეტილი აქვს საზღვრები მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის. წითელი ზონიდან ბელგიაში შესულ ყველა მგზავრზე დაწესებულია სავალდებულო კარანტინი და კოვიდ-19 ზე ტესტის ჩატარება.

ბელგიიდან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში აუცილებელი მგზავრობისთვის სავალდებულოა ტესტის გაკეთება, რომლის ღირებულებაც 68 ევროს შეადგენს.

 

თბილისი
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის