USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
Tbilisi
ბელარუსი მზად არის, უმასპინძლოს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას
Date:  1903

ბელარუსი მზად არის, უმასპინძლოს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას, თუკი ეს საჭირო იქნება მშვიდობის უზრუნველსაყოფად, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ნატალია ეისმონტმა.

„ბელარუსი შუამავლის როლს არ ითხოვს, მაგრამ თუ ეს საჭიროა ჩვენს მოძმე რესპუბლიკაში მშვიდობისთვის, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი შეხვედრა მოვაწყოთ“, - აღნიშნა ეისმონტმა.

ამასთან, მან დასძინა, რომ ეს საკითხი ალექსანდრ ლუკაშენკოსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრისას არ წამოჭრილა.

World
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way