USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ბეირუთში მომხდარი აფეთქების პირველი შედეგები
Date:  1338

ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად:
- დაიღუპა 100-ზე მეტი და დაშავდა დაახლოებით 4 000 ადამიანი;
- 300 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა;
- მატერიალურმა ზარალმა 5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა;
- განადგურდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის უდიდესი საზღვაო პორტი;
- განადგურდა ბეირუთის სასტუმროების 90%;
- ლიბანის ეკონომიკა დაკარგავს მშპ-ის 9-დან 15%-მდე;
შედეგად, ისედაც დანაწევრებული (სუნიტები, შიიტები, ქრისტიანები, დრუზები) და ეკონომიკური კოლაფსის (90% სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს, ყვავის კორუფცია) წინაშე მდგომი ლიბანი შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშე დადგეს.
ამ შემთხვევაში კი არაერთი ქვეყანა ისევე ჩაერევა მის შიდა საქმეებში, როგორც ეს სირიის, ლიბიის, ერაყისა და იემენის შემთხვევაში მოხდა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way