USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი დაბომბეს
Date:  795

ისრაელმა „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი დაბომბა, ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას ბედი ამ დროისთვის უცნობია , - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის სამხედროები და მედია ავრცელებენ.

ისრაელის სამხედროების თანახმად, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 27 სექტემბერს საღამოს მასობრივი ავიადარტყმები განახორციელეს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. მათ აღნიშნეს, რომ ავიადარტყმების სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მთავარი შტაბი წარმოადგენდა.

ისრაელის მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობების თანახმად, ავიადარტყმების სამიზნე „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა იყო, რასაც მის ბედთან დაკავშირებით განსხვავებული ცნობები მოყვა.

გამოცემა The Times of Israel-ის თანახმად, „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებულმა წყარომ განაცხადა, რომ ისრაელის ავიადარტყმებმა 6 შენობა გაანადგურეს.

Reuters-ის თანახმად, ლიბანის უშიშროებიდან წყაროს თანახმად, შენობა, რომელიც ავიადარტყმების სამიზნე გახდა, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაურობის შეკრების ადგილს წარმოადგენდა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way