USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ბეირუთში აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით გემ Rhosus-ის მფლობელი რუსი ბიზნესმენი დაკითხეს
თარიღი:  1090

ინტერპოლის ლიბანის ოფისის მოთხოვნით ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კვიპროსის პოლიციამ რუსი ბიზნესმენი იგორ გრეჩუშკინი დაკითხა.

ბიზნესმენი იმ გემის მფლობელია, რომლითაც 2013 წელს ბეირუთში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაიტანეს.

კვიპროსის პოლიციის პრეს-სპიკერის განმარტებით, იგორ გრეჩუშკინს კითხვები ტვირთთან დაკავშირებით დაუსვეს, რომელიც გემს საქართველოდან მოზამბიკიში გადაჰქონდა, თუმცა ის არ დაუკავებიათ.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში სამი დღის ძლიერ აფეთქება მოხდა, რომელსაც მედიის ინფორმაციით, სულ მცირე 157 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 5000-ს აღწევს. ქვეყნის ოფიციალური პირები მომხდარს ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ, სადაც, მათი განმარტებით, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი 6 წლის განმავლობაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ინახებოდა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ლიბანელმა სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს.

თბილისი
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის