USD 2.6835
EUR 2.8762
RUB 2.8785
Tbilisi
ბედნიერების ფორმულა ცნობილი ამერიკელი ბლოგერისგან
Date:  6220

ცნობილი ამერიკელი ბლოგერი მარკ მენსონი ხშირად სთავაზობს თავის მრავალრიცხოვან მკითხველს ფსიქოლოგიური ხასიათის ბლოგებს. მისი ნამუშევრები ინსპირაციის წყაროა მრავალი ადამიანისათვის. მსოფლიო პანდემიის ფონზეც კი, ბედნიერების ძიება ის თემაა, რომელიც არ კარგავს აქტუალობას. წაიკითხეთ და ჩაუღრმავდით საკუთარ თავებს, ამის დრო ახლა ნამდვილად გვაქვს..

"თუ  კი  დიდი ძალისხმევა  გჭირდება იმისთვის, რომ მაგარ ტიპად გამოჩნდე, ვერასდროს  გახდები  მაგარი ტიპი. თუ მთელი ძალით ცდილობ იყო ბედნიერი, ბედნიერებასაც ვერ მოიპოვებ ვერასდროს. იქნებ პრობლემა ისაა, რომ ადამიანები ზედმეტად ცდილობენ?

ბედნიერება, ისევე როგორც ადამიანის სხვა ემოციები, არ არის ხელოვნურად მიღწევადი, ის უბრალოდ უნდა იყოს შენში. აი მაგალითად, თუ თქვენ გაბრაზდებით მეზობელზე, რომელმაც აი უკვე მეხუთედ ჩამოგიშვათ წყალი -  ხომ არ ეკითხებით საკუთარ თავს: ახლა გაბრაზებული ვარ? ყველაფერს სწორად ვაკეთებ იმისთვის, რომ გაბრაზებული ვიყო? თქვენ უბრალოდ იცით რომ გაბრაზებული ხართ, რამოდენიმე ხანში გადაგივლით და არ იკითხავთ, სად წავიდა ჩემი ბრაზი?

ბედნიერება და სიამოვნება ერთი და იგივე არაა

ბედნიერების ძიებაში მყოფებს ბედნიერება  სიამოვნებაში ეშლებათ და გამუდმებით ეძებენ  გემრიელ საჭმელს, კარგ სექსს, ახალ მანქანას, მეგობრებთან ერთად გართობას და ასე შემდეგ. დიახ, სიამოვნება  გვგვრის სასიამოვნო შეგრნებებს, მაგრამ ეს ბედნიერება  ნამდვილად არაა, ალბათ, უფრო აღტაცება შეგვიძლია ვუწოდოთ.

აბა, ჰკითხეთ ნარკოდამოკიდებულებს, ალკოჰოლიკებს, სექსდამოკიდებულებს - რამდენად ბედნიერები არიან. შორეულ პერსპექტივაში, ადამიანები, რომლებიც მხოლოდ კონკრეტული სიამოვნებით აღწევენ ბედნიერების შეგრძნებას უბედურები არიან.

არასწორი მოლოდინები

იქნებ იმიტომ  ვგრძნობთ თავს უბედურად, რომ ყოველთვის დაუკმაყოფილებლობის განცდა გვაქვს?  მთელი ცხოვრება გვესმის, რომ უნდა ვიყოთ ძალიან მაგრები, უნიკალურები, სამყარო შევცვალოთ.  სოციალურ მედიაში კი  ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ აკეთებენ ამას სხვა ადამიანები, რა საოცარი ცხოვრებით ცხოვრობენ,  ჩვენ კი თავს ლუზერებად ვგრძნობთ და გამუდმებით ვმკითხაობთ  - შევძლებთ ოდესმე იგივეს?  აქ მთელი პრობლემა იმაშია, რომ არასწორი მოლოდინები გვაქვს. თუ თქვენ ელოდებით, რომ უნივერსისტეტის დამთავრებისთანავე შეძლებთ 10 000 დოლარიანი მანქანა იყიდოთ ან მთელი მსოფლიო მოიაროთ მაშინ ოოჰ, მაშინ ნამდვილად გულისტკენა გელით წინ, თუმცა, შესალოა, ეს თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო გამოცდილებაც გახდეს, გააჩნია, რა კუთხით შეხედავთ, თუ მიხვდებით, რომ ეს უბრალოდ დასაწყისია და ბედნიერების მონიჭება არა ხუთნიშნა ხელფასს, არამედ ამ ხელფასისკენ სწრაფვას შეუძლია, თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება.

ბედნიერება და გამუდმებით პოზიტიურობა ერთი და იგივე არაა

თქვენ, ალბათ, იცნობთ ადამიანს, რომელიც ყოველთვის ბედნიერად გამოიყურება, არ აქვს მნიშვნელობა ერთმანეთს ქორწილში ხვდებით თუ დაკრძალვაზე. გაგიკვირდებათ და, ის შეიძლება თქვენს ნაცნობებს შორის ყველაზე უბედურიც კი იყოს. ნეგატიური მოვლენების გამუდმებით უგულვებელჰყოფას, ემოციების მალვას და ხელოვნური პოზიტიურობის შექმნის მცდელობებს თან ყოველთვის დეპრესია სდევს. რეალობა უნდა ვაღიაროთ, ცხოვრებაში საშინელებები ხდება -  საყვარელი ადამიანები გვღალატობენ, მეგობრები გვტოვებენ. ნეგატიური ემოციების გამოხატვა აუცილებელია, ამით ჩვენ ბალანსს ვიცავთ, ბედნიერებას კი ბალანსის დაცვის გარეშე ვერ მივაღწევთ. უბრალოდ, მთავარია, ისინი ჯანსაღად, ჩვენი ზნეობრივი ნორმის ფარგლებში გამოვხატოთ.

  ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც მაღალი კვარცხლბეგიდან მოგვიწოდებენ მუდამ პოზიტივი ვაფრქვიოთ.  გაიქეცით მათგან შორს, დამიჯერეთ, ისევე საშიშები არიან ჩვენი ფსიქიკისთვის, როგორც ცხოვრებისგან მუდამ უკმაყოფილო და უმადური ხალხი.

ბედნიერება  საკუთარი  თავის საუკეთესო  ვერსიად  ქცევაშია

მოდი გავაკეთოთ რამოდენიმე შედარება:

რა უფრო გაგაბედნიერებთ

1)შოკოლადის ტორტის ჭამა თუ თქვენთვის მნიშვნელოვანი რაიმე შეჯიბრების(მაგ: მარათონის) მოგება?

2) ის, რომ მამამ ახალი (თუნდაც ძვირადღირებული) მანქანა გაჩუქათ თუ თქვენი სტარტაპის დიდი წარმატება?

3)ვერსაჩეს კაბის ყიდვა თუ იმ 10 კილოგრამის მოკლება, რომელიც ასე ძალიან გაწუხებდათ?

პარადოქსულია ის ფაქტი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამივე აქტივობა პროცესუალურად ძალიან უსიამოვნოა და უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, თანაც ყოველთვის არსებობს იმის შანსი, რომ ჩაფლავდეთ.

  ასე რომ, დიახ, ჩვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტები დიდ შრომასთან, რისკებთან, იმედგაცრუებებთან, ტკივილთანაა კავშირში, თუმცა, როცა უკან ვიხედებით ეს ყველაფერი ძალიან უმნიშვნელო, დაბლარული გვეჩვენება, ალბათ, იმიტომ, რომ სწორედ ამან გაგვხადა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთი ადამიანი ომშიც ბედნიერია, ხოლო ზოგი ფუფუნებაში უბედური.

    მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, მიღწეული შედეგებით ტკბობა, მადლიერება შეგეძლოთ, იმიტომ, რომ თქვენი იდეალური მე ყოველთვის 1 ნაბიჯით წინ იქნება. თუ მუსიკოსობისკენ მიისწრაფვოდით და ეს შეძელით, ცხადია, შემდეგ გინდათ დაუვიწყარი საუნდტრეკი დაწეროთ ფილმისთვის, თუ კი ესეც გამოგივიდათ -შემდეგი ეტაპი პოპულარობის ზენიტში მოხვედრა იქნება. ამ გზებზე სიარულისას კი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ წინა ეტაპი წარმატებით გავიარეთ. რა თქმა უნდა, მწვერვალებისკენ სწრაფვა უნდა განვაგრძოთ, მაგრამ ეს მადლიერებმა, ამაყებმა უნდა გავაკეთოთ.

   გენიალურობა სიმარტივეშია და ბედნიერების ფორმულაც მარტივია - უბრალოდ დაფიქრდით - ვინ გინდა, რომ იყოთ და გადადგით ერთი პატარა ნაბიჯი მიზნისკენ, თუნდაც უმნიშვნელო, მთავარია იგრძნოთ, რომ თქვენ ყინული დაძარით, შემდეგი ნაბიჯი კი უკვე ნამდვილად უფრო დიდი მნიშვნელობის იქნება.  იარეთ თქვენი გზით, რომელსაც ბოლო არ უჩანს, რადგან არავინ იცის, სად მიგიყვანთ ერთი პატარა ნაბიჯით დაწყებული გზა, შეიძლება სულაც იქ არა, სადაც ფიქრობდით, მაგრამ მთავარია თქვენ იაროთ და სიარულისას ბევრი რამ შეგხვდებათ, რაც სრულიად ძალდაუტანებლად მოგგვრით ბედნიერების შეგრნებას.

წყარო: მარკ მენსონის პირადი ბლოგი

sport
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way