USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
ბბ დაზღვევამ, ავიაკომპანია ჯეოსქაის და მაივეი ეარლაინსს, საქართველოს სადაზღვევო ისტორიაში უპრეცედენტო - 145 000 000 ლარის ზარალი აუნაზღაურა
дата:  

ბაზისბანკი, ქვეყნის ერთ ერთი ლიდერი საფინანსო ინსტიტუტია და ბაზარზე წარმოდგენილია როგორც ჰოლდინგური კომპანია, რომელიც აერთიანებს ბბ დაზღვევას და ბბ ლიზინგს.

ბბ დაზღვევა ბაზარზე ლიდერია საავიაციო რისკების დაზღვევის ჭრილში და თანამშრომლობს ისეთ უმსხვილეს კომპანიებთან, როგორებიც არიან ავიაკომპანია ჯეოსქაი, მაივერ ეარლაინსი და სხვა. თანამშრომლობს მხოლოდ A რეიტინგის მფლობელ კომპანიებთან, სადაც გადაზღვეულია ყველა საავიციო მიმართულება, მსოფლიოს წამყვან, სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე გადამზღვევ კომპანიებთან

2023 წლის აპრილში, ფაქტიურად ომის დაწყების წინა დღეს, მაივეი ეარლაინსის 2 და ავიაკომპანია ჯეოსქაის 1 საჰაერო ხომალდი ახორციელებდა რეგულარულ ფრენებს და იმყოფებოდა სუდანის დედაქალაქ ხარტუმის აეროპორტში. სწორედ ამ დროს, სუდანში დაიწყო სამოქალაქო ომი და ეპიცენტრში აღმოჩნდა კონკრეტულად ის აეროპორტი, რომელშიც ავიაკომპანიების ხომალდები იყო ბაზირებული.

მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტის ტერიტორიიდან შეუძლებელი იყო საჰაერო ხომალდების არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა, მაინც მოხერხდა ფოტო-ვიდეო მასალის მოპოვება და მათი მეშვეობით, ზიანის დაფიქსირება და შეფასება. აეროპორტში მდგომი სამივე ხომალდის ზარალი აღიარებულ იქნა, როგორც სრული განადგურება. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საბედნიეროდ ეკიპაჟის არცერთი წევრის ჯანმრთელობა საფრთხე არ შექმნია.

ზარალის დაფიქსირების დღიდან ბბ დაზღვევის გუნდი, პარტნიორებთან ერთად, ჩაერთო ზარალის დარეგულირების პროცესში, როგორც საბროკერო კომპანია მალაკუტთან, ვისი მეშვეობითაც ჯეოსქაის მფლობელობაში მყოფი ხომალდი იყო გადაზღევული, როგორც ლონდონის ლოიდსის სინდიკატებში, ასევე საერთაშორისო A რეიტინგის მქონე გადამზვეველ კომპანიებთან. ასევე, პარალელურად მოლაპარაკეკებს აწარმოებდა ზარალის დარეგულირებაზე, მაივეის 2 თვითმფინავზე, რომლებიც პირდაპირ იქნა გადაზღვეული მსოფლიოს უდიდეს სადაზღვევო ჩინურ კომპანია პინგ ან-ში.

ჯამურად, ბბ დაზღვევის მიერ, ანაზღაურდა 145 მილიონი ლარის ზარალი, რაც საქართველოს სადაზღვევო ისტორიაში, არის რეკორდული მაჩვენებელი, რამაც დაამტკიცა ბბ დაზღვევის, როგორც მდგრადი, სანდო, მოქნილი და კლიენტზე ორიენტირებული კომპანიის იმიჯი.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати