USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიას კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაემატება
дата:  281

ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ იმ ტერიტორიაზე, რომელიც თბილისის მერიამ გასული წლის შემოდგომაზე ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა, რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აწარმოებს.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„მზიურში“ არსებული ტერიტორია, რომელიც, დაახლოებით, 1.5 ჰექტარი იყო და კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, მუნიციპალიტეტმა გამოისყიდა. არსებულ ტერიტორიაზე გვაქვს მუნიციპალური მიწაც. მთლიანობაში, ორ ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი პარკი ეწყობა, რომელიც „მზიურის“ გაგრძელება იქნება. იმ მთავარ, დიდ მდელოს, რომელიც დაზიანებული იყო, რეაბილიტაცია უტარდება - მთლიანად გამოიცვლება დრენაჟი და მწვანე საფარი, დაემატება ხე-მცენარეები. ასევე, სრულად რეაბილიტირდება სპორტული სივრცე და დამონტაჟდება განათების სისტემა. პარკში მოეწყობა საპიკნიკე არეალი და ძაღლების სასეირნო სივრცეც. „მზიური“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, მისი ტერიტორიის გაფართოება კი ყველა თაობის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, საპიკნიკე სივრცე, ცხოველების სასეირნო ზონა, დასასვენებელი პავილიონი, გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ასევე, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო სხვადასხვა ღონისძიება.

გარდა ამისა, სადრენაჟე სისტემების მოწყობა მიმდინარეობს „მზიურში“ არსებულ საპიკნიკე არეალში. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა სარწყავი წყლისა და ნალექის გატარების შეფერხებამ გამოიწვია.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდა.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати