USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა
дата:  530

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მათივე თქმით, 2 წლამდე ბავშვი ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეექვსე სართულიდან ჩამოვარდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати