USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ბათუმში რუსეთის მოქალაქეებმა ოფისში უკრაინის დროშა ჩამოხიეს და თანამშრომელს დაარტყეს
Date:  1250

დღეს, 19 მაისს, ბათუმში, ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროში მისულმა რუსეთის მოქალაქეებმა იქვე გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხიეს.

ორი ქალი და ორი კაცი გააღიზიანა წარწერამ – „რუსკი კარაბლ იდი…“ ბიუროს შენობაში ამ დროს მხოლოდ ორი ქალი თანამშრომელი იყო. რუსებმა ერთ-ერთ მათგანს ხელი დაარტყეს.

ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომლის, ელენე ხაჯიშვილის მონათხრობით, როცა დაიწყეს უკრაინის დროშის დაზიანება, მისმა კოლეგამ, ნანა წაქაძემ რუსეთის მოქალაქეებს მიუთითა, რომ ისინი იმყოფებოდნენ კერძო საკუთრებაში და სხვის ქონებას აზიანებდნენ. „თან დაიწყო ტელეფონით გადაღება“ და ამის გამო  ფიზიკურად შეეხნენ: „დაარტყეს“. ამის შემდეგ პოლიცია გამოვიძახეთ“, – გვიყვება ელენე.

ელენეს თქმით, ისინი მათ ემუქრებოდნენ:

„ჯერ დაგვემუქრნენ, უნდა გიჩივლოთ, დაგვიწერეთ თქვენი სახელი და გვარი რომ გიჩივლოთო. ჩხუბი უნდოდათ, მაგრამ ჩვენ არ ავყევით. მე სახელი და გვარიც დავუწერე – წადით და მიჩივლეთ-მეთქი. ეს არ მოეწონათ და დაიწყეს დროშის ჩამოხევა“.

ელენეს თქმით, დროშა ქალმა ჩამოხია და მანვე დაარტყა ხელი მის კოლეგას.

„ამ დროს ახლოდან ტელეფონით ვიღებდი, როცა ფიზიკურად შემეხო, ხელი დამარტყა. გამოვიძახეთ პოლიცია და მალევე მოვიდნენ, გადამიყვანეს განყოფილებაში, სადაც მივეცი ჩვენება“, – ამბობს ნანა წაქაძე.

ელენე ხაჯიშვილი ამბობს, რომ ის პოლიციაში დასაკითხად არ გადაუყვანიათ.

წყარო:https://batumelebi.netgazeti.ge

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way