ბათუმში კორონავირუსის შედეგად დედა-შვილი გარდაიცვალა. ინფიცირებულები ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.
"დედა-შვილი კლინიკაში 30 ივლისს შემოიყვანეს, მათი მდგომარეობა თავიდანვე მძიმედ შეფასდა, 10 დღის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში მოვათავსეთ, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ. მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ფილტვის დაზიანება აღენიშნებოდათ. სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დედა 54 წლის,შვილი კი 31-ის იყო. დედა გუშინ დაიღუპა, შვილი დღეს",- აცხადებენ კლინიკაში.