USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
ბათუმში, ივანე მესხის პირველ ჩიხში, ახალი საბავშვო ბაღი შენდება
Date:  1042
აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
ივანე მესხის პირველ ჩიხში ახალი საბავშვო ბაღი შენდება. პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი, ენერგოეფექტური შენობა. ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული სივრცე და ბავშვთა გასართობი მოედნები. საბავშვო ბაღი გათვლილი იქნება 4 ჯგუფზე, ჯამში - 120 აღსაზრდელზე.
ამ დროისთვის დასრულებულია შენობის საძირკვლის მოწყობა და მიმდინარეობს პირველი სართულის კონსტრუქციის მშენებლობა.
სამუშაოების ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება და წლის ბოლომდე დასრულდება.
პარალელურად, აქტიურ ფაზაშია ივანე მესხის ქუჩის კეთილმოწყობა, რისთვისაც 4.5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის, გზისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. სამუშაოები მომდევნო წლის მარტის ბოლომდე დასრულდება.
society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way