აქტიურად გრძელდება ხახულის ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც ნაპირსამაგრი და ხიდის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს 3 მისამართზე.
ფერდსამაგრი სამუშაოები ხორციელდება დიდგორისა და ზედაღელის ქუჩებზე.
გრძელდება საგზაო მონიშვნის სამუშაოები. გასული ღამის განმავლობაში დაიხაზა ჯავახიშვილისა და აღმაშენებლის ქუჩები.
თამარის ციხის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს.
გრიშაშვილის ქ. #3-ში დაზიანებული სახურავის აღდგენა სრულდება.
გუდიაშვილის ქ. #18/20-ში, ფარნავაზ მეფის ქ. #172-ში, კობალაძის ქ. #8-სა და სულაბერიძის ქ.#5-ში დაზიანებული საბაღე სკამებისა და ფანჩატურის შეკეთება განხორციელდა.
გორგილაძის ქ.#80/82-ში წყალსაწრეტი მილებისა და წყალშემკრები ღარების აღდგენა შესრულდა.
სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურად ხორციელდება. სამუშაოები სარფიდან ჩაქვამდე პერიმეტრს მოიცავს.
მიმდინარეობს ხე-მცენარეების შეწამვლა. სამუშაოები რუსთაველის ქუჩაზე შესრულდა.
სკვერების, პარკების, მწვანე სივრცეებისა და საყვავილე კლუმბების მოწესრიგება გრძელდება. სამუშაოები ბათუმის ცენტრალურ პარკსა და ბაგრატიონის ქუჩაზე განხორციელდა.