USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Тбилиси
ბათუმში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება
дата:  
ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება.
პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები და ბორდიურები. დამონტაჟდა განათება, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები და საბაღე სკამები.
სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.
პროექტის ღირებულება 1 მილიონ 541 ათას ლარს შეადგენს.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ჩიქოვანი: - წელს საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. დაწყებულია 22 საბავშვო ბაღის, როგორც მშენებლობა, ასევე რეაბილიტაცია. აშენდება 6, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16-ს, მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება. მიმდინარე და მომდევნო წელს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 24 მილიონ 300 ათასამდე ლარი დაიხარჯება. მნიშვნელოვანია, ჩვენს პატარებს ჰქონდეთ კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ენერგოეფექტური საბავშვო ბაღები.
мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати