USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
ბათუმსა და თბილისში უძრავი ქონების ბაზარი სწრაფი ტემპით ვითარდება - G.Miller International Georgia-ს დირექტორი
თარიღი:  507

G.Miller International Georgia-ს დირექტორი ნიკოლოზ ურუშაძის შეფასებით, ბათუმისა და თბილისის უძრავი ქონების ბაზარი სწრაფი ტემპით ვითარდება, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ამან გარკვეული პრობლემებიც შეიძლება შექმნას. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა.

"დღეს ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება ჩვენი უძრავი ქონების ბაზარი, განსაკუთრებით ბათუმსა და თბილისში. საქართველოს ეკონომიკა მაინც თავკომბალაა და ძირითადად ამ ორ დიდ ქალაქშია თავმოყრილი. როდესაც ეს სფერო არ ექცევა გარკვეული დაგეგმარების სფეროში, მოკლევადიან პერიოდში შეიძლება მიწოდებას აკმაყოფილებდეს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ პრობლემებს ქმნის. ანუ აქვს თავისი უპირატესობები სწრაფ განვითარებას, მაგრამ აქვს დიდი მინუსებიც, რომლებიც არ ვლინდება ახლო ახლო პერიოდში და ვლინდება უფრო გრძელვადიან პერიოდში. ეს შემდეგ იწვევს სოციალური გარემოს დამძიმებას, მიგრაციას და ა.შ", - ამბობს ურუშაძე.

მისივე თქმით, სახელმწიფოს უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა ბევრი მიმართულებით შეუძლია.

"სახელმწიფოს უძრავი ქონების ბაზრის გაუმჯობესებისთვის მთელი რიგი რეფორმები შეუძლია გაატაროს. მაგალითად, ინფორმაციის უკეთესი მიწოდება, ვგულისხმობ რეესტრის ბაზებს. ასევე საკონსულტაციო ბიზნესი საერთოდ დღგ-სგან უნდა განთავისუფლდეს, განათლების მიმართულებაც არ უნდა იბეგრებოდეს", - ამბობს G.Miller International Georgia-ს დირექტორი.

წყარო:https://bm.ge/

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის