USD 2.6978
EUR 3.1726
RUB 3.3979
Tbilisi
ბათუმის მერია - ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები, ხეები და ავტომანქანები - რაც შეეხება ორ დაშავებულს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
Date:  766

ბათუმში ძლიერი ქარის გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები, ხეები და ავტომანქანები. რაც შეეხება გორგასლის ქუჩაზე დაშავებულ ორ მოქალაქეს, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

“ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა.

გორგასლის ქუჩაზე დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბათუმის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. აღდგენითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანებულია ხეები, ასევე ავტომანქანები. შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ახორციელებენ მონიტორინგს და თითოეულ შემთხვევაზე მოხდება მყისიერი რეაგირება.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი შესრულებულია”,- ნათქვამია განცხადებაში.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way