USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
ბათუმის ახალი სტადიონი საქართველოს მეგობარი ქვეყნების დროშების ფერებით განათდა
дата:  865

  ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანიის, შპს „სტადიონის“ ცნობით, ახალ არენაზე სოლიდარობის აქცია გაიმართა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა და ფასადი საქართველოსა და მეგობარი სახელმწიფოების ეროვნული დროშებით განათდა. „შპს „სტადიონი“ უერთდება აქციას #დარჩისახლში და სოლიდარობის მიზნით ბათუმის საფეხბურთო სტადიონი განათდა ჩვენი მეგობარი ქვეყნების დროშებით“, – წერია შპს „სტადიონის“ ოფიციალურ ვებგვერდზე. შეგახსენებთ, რომ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს. არსებული ეპიდემიოლოგიური გარემოების გათვალისწინებით, სამუშაოების დროს ყველა სახის სანიტარული და უსაფრთხოების ნორმა დაცულია. ბათუმის „დინამოს“ მეპატრონის, არჩილ ბერიძის თქმით, სტადიონზე სამუშაოთა 95 პროცენტი დასრულებულია, ახალი არენის გახსნა 5 მაისს იყო დაგეგმილი – ბათუმის „დინამოს” თბილისის „დინამოსთვის” უნდა ემასპინძლა. თუმცა, კორონავირუსის საფრთხის გამო, ჩემპიონატი შეწყდა და ბუნებრივია, სტადიონის გახსნაც გადავადდა

общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати