USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
ბათუ ჭუმბურიძე - ზოგიერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობა, საერთოდ ამოვარდნილია საგანგებო მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის შესაბამისი მორალიდან.
თარიღი:  2173

სახალხო პარტიის წევრი, ბათუ ჭუმბურიძე, საკუთარ ფეისბუკის გვერდზე პარტიის სახლით აქვეყნებს განცხადებას მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით.

 

ჩვენთვის ყოვლად გაუგებარია, ერთიანი საერო ამოცანის - ,,დარჩი სახლში" მოწოდების მიღმა, რატომაა უსაფრთხო, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა.

უფრო მეტიც, ზოგ პროექტზე მუშაობა, საერთოდ ამოვარდნილია საგანგებო მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის შესაბამისი მორალიდან.

დღეს, საერთო ამოცანა უნდა აერთიანებდეს ყველას. სახელმწიფოს ვალდებულებაა თითოეული მოქალაქის ბედსა და ყოფაზე ზრუნვა და ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

როგორც არასდროს, თითოეული მოქალაქე უნდა გრძნობდეს სახელმწიფოს მხრიდან მისადმი მხარდაჭერას. უფრო მეტიც, ეს მხარდაჭერა პერსონალურ დონეზეც უნდა გამოიხატებოდეს.

ის ,რომ ხელისუფლებამ ასე თუ ისე უზრუნველყო ჩვენი მართლაც და გმირი ექიმების რეკომენდაცია- მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სახლებიდან გარეთ გაუსვლელობა, არ არის საკმარისი.

ხელისუფლება პასუხისმგებელია მოქალაქეების არა მარტო ჯანმრთელობის ზრუნვაზე, არამედ მათი ელემენტარული ყოფითი პრობლემების მოგვარებაზეც.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ხელისუფლებამ ოჯახებისათვის, მინიმუმ კომუნალური გადასახადები მაინც უნდა აიღოს თავის თავზე.

ვინ თუ არა, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

გვესმის, რომ ეს მძიმე ტვირთი იქნება ბიუჯეტისათვის, მაგრამ დროებით მაინც დაანებონ თავი დღეისათვის შეუფერებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და ამ გამონთავისუფლებული თანხით შეძლონ მოსახლეობის მხარდაჭერა.

ხელისუფლების ეს ნაბიჯი, მატერიალურ სარგებელთან ერთად, ძლიერი მორალური მხარდაჭერა იქნებოდა ყველასათვის.

სახელმწიფოს ასეთი მხარდაჭერა კი უთუოდ დიდი სტიმული იქნება კორონავირუსის დამარცხების მომდევნო ნაბიჯებისას, მოსახლეობის მხრიდან უკუდახმარებაზე.

ამ ურთიერთ ჰარმონიული ქმედებებით არამარტო კონკრეტული შედეგი(ვირუსის დამარცხება) იქნება მიღწეული, არამედ სამაგალითოც ვიქნებით აქ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისა და იქ, მთელი დასავლური სამყაროსათვის.

 

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის